წიგნი ბევრი საინტერესო ამბით, მათ შორის „კვარაზეც“
წიგნი ბევრი საინტერესო ამბით, მათ შორის „კვარაზეც“
26.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფრანგეთში თუ ხარ და წიგნის მაღაზიების თვალიერებაც თუ გხიბლავს, ამასთან თუ, სპორტი და ფეხბურთიც გაღელვებს, კარგი სიახლე გვაქვს - Luis Enrique l'acharné („შეუპოვარი ლუის ენრიკე"), წიგნი რომელიც 2026 წლის აპრილში დაიბეჭდა და დაახლოებით 19 ევრომდე ღირს, ჯერ ისევ გაყიდვაშია და განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში.


მიზეზი მარტივი, 232 გვერდიან წიგნში, რომელიც რეალურად ბიოგრაფიულია და პსჟ-ს ესპანელი მწვრთნელის ლუის ენრიკეს საფეხბურთო ფილოსოფიას, მის რთულ, მაგრამ წარმატებულ გზას აღწერს პარიზში, თუ როგორ ააწყო პსჟ-ს გუნდური სათამაშო სქემა ვარსკვლავების წასვლის შემდეგ, და როგორ აქცია უსწრაფესი პროგრესის მქონე ფეხბურთელები, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე, გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად.


„..მატჩის ბედის გადაწყვეტა. ჟოაუ ნევეშის მიერ წამოწყებული შეტევის შემდეგ, ქართველმა (კვარაცხელიამ-სარედაქციო შენიშვნა), კარგად გაუძლო გრავენბერხის წნეხს, ვიდრე საჯარიმოში თავის თანაგუნდელს ეროვნული ნაკრებიდან, მამარდაშვილს მოატყუებდა და პარიზს ორბურთიან უპირატესობას მოუტანდა", - ეს ერთ-ერთი ამონარიდია ამ წიგნიდან, სადაც მხოლოდ „კვარაზე" არა, „მამარდაზეც" წერია და ზოგადად, „თანაგუნდელი ეროვნული ნაკრებიდანო"- გამახვილებულია ყურადღება.


როგორც ხედავთ, ერთი კონკრეტული ადამიანის ბიოგრაფიულ წიგნში, ქართველის გვარის გამოჩენამ და ბევრმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა ფოტომ, რომელიც გამოცემაში მოხვდა, ემიგრანტ ქართველებში პოპულარობა მოიპოვა.


წიგნის ავტორი ფრანგი სპორტული ჟურნალისტი თომას გუბენი არის, წიგნი კი, ცნობილ ფრანგულ საგამომცემლო სახლში Hugo Sport-ის მიერ გამოიცა.


გამომდინარე იქიდან, რომ Luis Enrique l'acharné არის შედარებით ახალი გამოცემა და ორიენტირებულია ადგილობრივ, კერძოდ პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივარზე, ჯერჯერობით ის ქართულად ნათარგმნი არ არის. იმედია, ამ სიახლით რომელიმე ქართული გამოცემა დაინტერესდება და ხვიჩა კვარაცხელიას ქომაგ ქართველ გულშემატკივარსაც ექნება შანსი უფრო მეტი გაიგოს რა ხდება პსჟ-ს სამზარეულოში და ლუის ენრიკეს თავში, რა თქმა უნდა „კვარასთან" მიმართებაში.


სხვათა შორის, აღნიშნული წიგნიდან, რამდენიმე კადრი საფრანგეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტის მშობელმა გამოგვიგზავნა, რომელის გოგონასაც, მიუხედავად იმისა, რომ ცურვაში 13-წლამდე ყველა ასაკობრივი კატეგორია მოგებული აქვს და რეალურად ყველა შეჯიბრზე, მინიმუმ კვარცხლბეკზე დგას, უფრო ფეხბურთელობაზე ოცნებობს. თუმცა, საფრანგეთში დაბადებული ქართველი მიას წარმატებებზე ისტორიებს, რომელიც საქართველოს სიმბოლიკით ასპარეზობაზე ოცნებობს დიდობაში, ალბათ უფრო სხვა დროს გიამბობთ.