
ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ორი საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს.
2 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ბელფასტში ვითამაშებთ.
აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უნგრეთი - საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასია 7000 უნგრული ფორინტის ეკვივალენტი ლარში, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველოს შეხვედრის ბილეთის ღირებულება - 40 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში. ერთ მომხმარებელს თითოეულ მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
- სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, დაბადების თარიღი და ადგილი, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი
- აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს
შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.





ჩვენ







