
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდები შეიცვალა.
ვილნიუსის „ჟალგირისს" (MFA Žalgiris) დაუბრუნდა ანა ჩემინავა, რომლისთვისაც ლიეტუვას კლუბი, ბევრად უფრო მშობლიურია, ვიდრე, ყველა სხვა დანარჩენი სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილ ფეხბურთელს უთამაშია. სწორედ, ამ კლუბში გაატარა ქართველმა 2015-2021 წლების სეზონი, იყო გუნდის კაპიტანიც და საუკეთესო ლეგიონერადაც კი მოიაზრებოდა წლების მანძილზე. თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა, მოგვიანებით თელ-ავივის „ჰაპოელში" არჩია გადასვლა, სადაც ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. თუმცა, ქართველმა ლეგიონერმა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ბოლო შეხვედრები ჩაატარა, ახლა კი, საკლუბო ფეხბურთსაც აქტიურად დაუბრუნდება. ამ მომენტში, 17 ტურის შემდეგ, ჩემინავას გუნდი მეორე ადგილზეა, „გინტრას" შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი, 32 გოლი, სწორედ, „ჟალგირსს" აქვს. უახლოეს შეხვედრას ჩემინავას ახალი კლუბი, 31 აგვისტოს, „ტრანსინვესტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
თურქეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა გამოცდილი ქართველი მცველი და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კაპიტანი თამარ ტატუაშვილი. „ანადოლუ გიუჯუსთან" (Anadolu Gücü) „ტატუმ" კონტრაქტი მიმდინარე წლის 10 აგვისტოს გააფორმა. ამავე დღეს, ქართველის ახალმა თურქულმა კლუბმა, ფეხბურთელი საკუთარ გულშემატკივარს პომპეზურად წარუდგინა. იმ კლუბებისგან განსხვავებით, სადაც ტატუაშვილს უთამაშია, „ანადოლუ გიუჯუ" არის შედარებით ახალი პროექტი. თურქეთის ქალთა ლიგაში, მათ მიმდინარე სეზონში მოიპოვეს თამაშის უფლება, თუმცა, ზაფხულში გაკეთებული ტრანსფერებიდან გამომდინარე კლუბის გეგმები ამბიციურია და ისინი ქალთა სუპერ ლიგაში გადმოსვლას გეგმავენ. იმედია, ტატუაშვილის ახალ გუნდს ეს საქმე გამოუვა - უახლოესი შეხვედრა კი, „ანადოლუ გიუჯუს", 13 სექტემბერს. სხვათა შორის „13" ქართველი ფეხბურთელისთვის საყვარელი რიცხვია. შესაბამისად ეს სიმბოლური დამთხვევა, გვჯერა, „ტატუსთვის" წარმატების მომტანი იქნება.
თურქეთის ელიტაში რჩება მაიკო ბებია. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც შარშან „იუქსექოვა სფორში" გადავიდა და საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა, თურქეთის ქალთა მთავარ ლიგაში, სუპერ ლიგაში, კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს. 23 წლის ქართველი ქალი ფეხბურთელი ახალ სეზონს, გუნდთან ერთად 29 აგვისტოს დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე, საშინაო შეხვედრაში „შილე ბილგიდოა" იქნება. თამაში, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.
ნატა კვირკვაია, რომელიც თბილისის „ვერეს" ღირსებას იცავდა, ამიერიდან ბაქოს „ლიმანიში" ითამაშებს, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ერთ-ერთ მზარდ და პერსპექტიულ გუნდად ითვლება. „ლიმანი" ამჟამად, 24 ქულით აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და სულ მცირედით ჩამორჩება ბაქოს „ნეფთჩისა" და „შეფას".
აზერბაიჯანში გადაბარგდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის მცველი თიკო ამბალია. ჩეხეთში გატარებული ერთი წლის შემდეგ, ამბალია კარიერას, დიდი ალბათობით, მეზობელი ქვეყნის ლიდერ კლუბში ბაქოს „ნეფთჩიში" გააგრძელებს. „ნეფთჩი" კი, ქალთა ჩემპიონატის ლიდერია, რომელიც მედლებისთვის, მეორე ქართველი ლეგიონერის ნატა კვირკვაიას გუნდს ეჯიბრება. ამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამბალია, უახლოეს დღეებში მოაწერს კონტრაქტს ხელს.. თუმცა, მანამდე ჩვენთვის ცნობილია რომ ამბალია, ჩეხურ „ბანიკ ოსტრავას" ქალთა კლუბში ირიცხება და მის შემადგენლობაში უკვე ორი შეხვედრაც ჩაატარა. ასე, რომ ამ და სხვა საინტერესო თემებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით





ჩვენ







