გოლი და MVP - გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა
გოლი და MVP - გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა
24.08.2026
ავტორი: მარიამ მესხი

დღეს ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ტურის დარჩენილი მატჩები  გაიმართა.


ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი" სტუმრად, ვანდ ამეტროპოლიტანოზე მადრიდის „ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. ქართველი ფორვარდი კი, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჟორჟმა „ატლეტიკოს" წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, 74-ე წუთზე კი, პენალტიც მოიპოვა. მიქაუტაძის სოლო რეიდს ლე ნორმანის ჯარიმა და საბოლოოდ, გაძევება მოჰყვა, თუმცა, თერთმეტმეტრიანი მომენტიდან ოთხი წუთის შემდეგ დაინიშნა, როდესაც საქმეში VAR ჩაერია. ვიდეო გადამოწმების შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესმა ლე ნორმანი მოედნიდან გააძევა და „ყვითელი წყალქვეშა ნავის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მოპოვებული პენალტი თავად „ბომბარდირმა" შეასრულა და ვილიარეალი 1-2 დააწინაურა. ჟორჟი გატანილი გოლის შემდეგვე შეცვალეს. 85-ე წუთზე კი, ჯულიანო სიმეონემ ვალენსიელებს გაუტანა და მატჩი საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა.


საბა საზონოვის „ხეტაფემ" კი, გიორგი გულიაშვილის „რასინგს" უმასპინძლა. საბამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გულიაშვილი ტრავმის შემდეგ, განაცხადში ჯერ არ დაბრუნებულა. მატჩი საზონოვის გუნდის მინიმალური  ანგარიშით, 1-0 გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა მცველმა მეთოთხმეტე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.


აქვე გეტყვით, რომ ეს ტური 20 აგვისტოს დაიწყო და გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ" „ალავესთან" ფრედ 1-1 ითამაშა. „წიტა" განაცხადში იყო, თუმცა, ის მოედანზე არ შესულა.


ასევე იხილეთ სტატიის ბმული


ამრიგად, მეორე ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილში ქართველი ლეგიონერების გუნდების ქულები ასე გამოიყურება:


1 ადგილი  -  გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია" - 6 ქულა

8 ადგილი -  საბა საზონოვის „ხეტაფე" - 3 ქულა

9 ადგილი - ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი" - 2 ქულა

13 ადგილი - გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო" - 1 ქულა

14 ადგილი - გიორგი გოჩოლეიშვილის „რასინგი" - 1 ქულა.