
დღეს ბრატისლავაში 20-წლამდეთა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდა. შეგახსენებთ, რომ სლოვაკურ ხალიჩაზე ბოლოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. საქართველოს ორი წარმომადგენელი რეპეშაჟიდან შეეცადა მედლებისთვის ებრძოლა.
97 კგ წონით კატეგორიაში თავდაპირველად, დამამშვიდებელ შეხვედრაში იასპარეზა 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა, რომელმაც ყირგიზი ალ ბარო ახმეტოვი 10-0 დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გავიდა. აქ კი, ქართველმა ფალავანმა ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს სძლია 13-0. სხვათა შორის, პეტრიაშვილს წონა ახალი შეცვლილი აქვს და შესაძლოა, მცირე ხარვეზი, რის გამოც მან უფრო მაღალი მედლისთვის, ამ ჯერზე ვერ იბრძოლა, სწორედ ამ მიზეზითაც იყო.
რეპეშაჟში იბრძოლა ალექსანდრე აბრამიშვილმაც რომელმაც ყაზახი რიზა იზახარი 4-0 დაამარცხა და 123 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში გავიდა. თუმცა, აქ ქართველი აზერბაიჯანელ იუსიფ დურსუნოვთან 6-0 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, 20-წლამდეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი 92 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ყურაშვილი გახდა.





ჩვენ







