ფინალში გადასასვლელად გიორგი წულუკიძეს 0.15 ქულა დააკლდა
ფინალში გადასასვლელად გიორგი წულუკიძეს 0.15 ქულა დააკლდა
22.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

ხორვატიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წყალში ხტომაში დღეს, ასპარეზობის მორიგი დღეს იყო. ამჯერად, ჩვენი ნაკრების ორმა წარმომადგენელმა გიორგი წულუკიძემ და ალექსანდრე ცხომელიძემ, ინდივიდუალურ ჩათვლაში 3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში იასპარეზეს.


ქართველმა სპორტსმენებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველთაგან უფრო მაღალი შეფასება გიორგი წულუკიძემ (მე-13 ადგილი) დაიმსახურა 459.40 ქულა დაიმსახურა, ლიდერთან 68.05 ქულა წააგო, აი, კვალიფიკაციის გასავლელად კი, მხოლოდ, 0.15 ქულა დააკლდა. აღსანიშნავია, რომ გიორგის ფეხის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ინტენსიურ ვარჯიშს, ჩემპიონატამდე 10 დღით ადრე შეუდგა.


ამავე დისციპლინაში იასპარეზა ალექსანდრე ცხომელიძემაც, რომელმაც 390.75 (136.70) ქულა დააგროვა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებაც მიიღო. 16 წლის ქართველმა წყალში მხტომელმა 43 მონაწილეს შორის 30-ე ადგილი დაიკავა.


იხილეთ შეჯიბრის შედეგები ბმულზე.


ფინალურ ეტაპზე კი, 12 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გადავიდა. საბოლოოდ, დისციპლინა გერმანელმა ფინ ავემ მოიგო.


ჩვენი გუნდის წარმომადგენლები (ალექსანდრე ცხომელიძე და კოკა საკანდელიძე), რიეკაში კიდევ ერთ დისციპლინაში, 25 აგვისტოს, 1 მეტრიანი ტრამპლინიდან (ინდივიდუალური) ხტომაში იასპარეზებენ.