„კადიზი“ გიორგი გოჩოლეიშვილის ახალი კლუბია

20.08.2026
ავტორი: TSFF.Ge
ესპანურ ლეგიონში მატებაა. გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას ესპანურ „კადიზში" გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე ამ კლუბში იური ტაბატაძეც ასპარეზობს, თუმცა, ქართველი ჯერ ისევ სარეაბილიტაციო პროცესს გადის.
აი, „გოჩოლას", როგორც მისვლის დღიდან ქართველს ახალ კლუბში მიმართავენ, შესახებ, კი, „კადიზმა" და უკრაინულმა „შახტარმა" შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ გოჩოლეიშვილის კონტრაქტი, მის საბოლოო გამოსყიდვასაც ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი, ესპანური კლუბის ინფორმაციით უკვე ადგილზეა და სულ მალე გუნდის სავარჯიშო პროცესსაც შეუერთდება.
ფოტო: (c) CadizCF





ჩვენ







