ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ საზონოვის „ხეტაფემ“ მოიგო
ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ საზონოვის „ხეტაფემ“ მოიგო
21.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართველ ლეგიონერთა კლუბებმა უეფა-ს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ტურნირებზე ითამაშეს.


ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" საკუთარ კედლებში ვერ მოახერხა „არარატ-არმენიასთან" დაწინაურება, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 85-ე წუთზე შეცვალეს. ამ წყვილიდან კი, რომელი ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდება და რომელი კონფენეს ლიგაში 27 აგვისტოს ერევანში გაირკვევა.


უეფა-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში დღეს საბა საზონოვის დებიუტი შედგა „ხეტაფეს" მაისურით. ესპანურმა კლუბმა, დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა ბელგრადის „პარტიზანი", თუმცა, საბოლოოდ, ამ წყვილის ბედი, ერთ კვირაში, საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა. რაც შეეხება საბას, მან სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. აღსანიშნავი, რომ ისევე, როგორც ლა ლიგის სადებიუტო მატჩი, საზონოვის მოედანზე გამოსვლისას, ამჯერადაც „ხეტაფე" 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი. თუმცა, სწორედ, საბას მოედანზე გამოსვლის შემდეგ, ესპანელებმა ორი გოლი გატანა და გამარჯვება მოახერხეს.


მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგო გასვლითი შეხვედრა ვახო ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა" შოტლანდიურ „რეინჯერსთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ამ წყვილში გამარჯვებული საპასუხო შეხვედრისას ჩეხეთში გაირკვევა.


საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა გააგრძელებს თუ არა კონფერენს ლიგაში ასპარეზობას თორნიკე მორჩილაძის ხორვატული „რიეკა". ქართველის გუნდმა დღეს, ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გასვლაზე „მიდტიულანდისთან" 2-0 წააგო. „მორჩილა" შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო განაცხადში არ იყო.


აქვე, შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის "შტურმი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა კლუბი, ავტომატურად ევროპა ლიგის ძირითად ჯგუფში მოხვდა. ასე, რომ ვიმედოვნებთ, ამ ეტაპის დაწყებამდე, "კიტე" გამოჯანმრთელდება და გუნდათ ერთად იქნება, ისევე, როგორც სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო თამაშების დროს, საქართველოს ნაკრებთან ერთად.