ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის კალენდარში მცირე ცვლილებაა
ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის კალენდარში მცირე ცვლილებაა
19.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგის კალენდარში ცვლილებაა. სანაკრებო თამაშების თარიღებიდან გამომდინარე, ქალთა ლიგის დასკვნითი ეტაპი 29 აგვისტოს ნაცვლად, სამი დღით ადრე, 26 აგვისტოს დაიწყება.


ტურნირის ფორმატთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ და მეორე წრის დაწყებამდე, ბომბარდირთა დავას, 37 გატანილი გოლით ნათია დანელია ლიდერობს, რომელიც მიმდინარე სეზონში „ლანჩხუთის" ღირსებას იცავს. გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებსაც ქალთა ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 10 და მეტი გოლი აქვს გატანილი:


37 გოლი - ნათია დანელია („ლანჩხუთი")

23 გოლი - ნინო ბუხრიკიძე („ლანჩხუთი")

18 გოლი - რენატა ასუნსაო პერეირა თაიზა („ნიკე-ლუსო")

18 გოლი -  ჩინონირემ მაკკლინსი („ნიკე-ლუსო")

15 გოლი -  კამარგო („ლანჩხუთი")

15 გოლი - კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო")

13 გოლი - ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო")

12 გოლი - ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი")

12 გოლი - კარვალიაშ სოლანჟი („ნიკე-ლუსო")

11 გოლი - ლიზი კაკულია  („დინამო სოხუმი")

10 გოლი - იამურ იალვაჩი („ნიკე-ლუსო")

10 გოლი - თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო")


აქვე გაცნობებთ, რომ სანაკრებო თამაშების ვადებიდან გამომდინარე ოდნავ შეიცვალა ქალთა ლიგა 2-ის გათამაშების კალენდარიც, რომელიც  27 აგვისტოს განახლდება.


ფოტო: "ნიკე-ლუსო"