ნიტა ნათობაძე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო ათეულშია
ნიტა ნათობაძე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო ათეულშია
17.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

უნგრეთში  დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი მხატვრულ ცურვაში იუნიორთა შორის,  რომელშიც საქართველოს 16 წლის სპორტსმენი ნიტა ნათობაძე ასპარეზობდა. შეგახსენებთ, რომ ნიტა წყვილში მარია ალავიძესთან ერთად დუეტებში უფროსებს შორისაც ასპარეზობს. აქ კი, 16 წლის მხატვრული მოცურავე, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა, საკუთარ შედეგზე მხოლოდ ის იყო პასუხისმგებელი.


ქართველმა სპორტსმენმა სოლო ტექნიკურ პროგრამაში 27 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა. პროგრამაში 215.3833 (36.6000) ქულა დაიმსახურა და ათეულში შესასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა. დისციპლინა კი რუსეთის წარმომადგენელმა მოიგო - ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ნება დართეს ამ ასაკობრივ კატეგორიაში, საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობის.


სოლო თავისუფალ პროგრამაში კი, ნიტამ ჯერ, საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და 228.4463 (49.5525) ქულით მე-7 ადგილი დაიკავა, რამაც ქართველს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მისცა. ფინალში კი, სადაც მხოლოდ 12 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გადავიდა, საქართველოს წარმომადგენელმა 232.3539 (51.0287) ქულით საბოლოოდ მე-8 ადგილზე დაასრულა ასპარეზობას. თავისუფალი პროგრამის მსგავსად, აქაც გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი იყო.