
2026 წლის შემოდგომაზე წყალბურთში საქართველო ჩემპიონი „აპოლო" და ვიცე-ჩემპიონი „დინამო თბილისი" ევროპის საკლუბო ტურნირების გათამაშებაში ჩაებმებიან. ორივე ტურნირის წილისყრა ბულგარეთში, ვარნაში გაიმართა, სადაც 20-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები, სადაც ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი „აპოლო" მონაწილეობს 18-20 სექტემბერს გაიმართება. წილისყრით გადაწყდა, რომ B ჯგუფი, რომელშიც ჩვენი ჩემპიონი მოხვდა, თბილისში იასპარეზებს. სამი დღის მანძილზე ქართველ ქომაგს შესაძლებლობა ექნება თვალი მიადევნოს „ბრეშა" (იტალია), „საბადელი" (ესპანეთი), „აპოლო სპორტ მენეჯმენტი" (საქართველო) და „ბუდვა" (მონტენეგრო).
საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მონაწილეობას წყალბურთში, ევროპის 10 ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი და მე-11 გუნდად საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „აპოლო" მონაწილეობენ. დებულების თანახმად, სამ ჯგუფში გადანაწილებული გუნდებიდან ჩემპიონთა ლიგის ძირითად ფაზაზე საასპარეზოდ, თოთოეული ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადავლენ. რაც შეეხებათ მე-3 და მე-4 ადგილზე გასულ გუნდებს ისინი რანგით მეორე ტურნირზე - ევროპის თასზე გადაინაცვლებენ, სადაც მათ გარანტირებულად, ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ელით.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დანარჩენი ორი ჯგუფი ასე დაკომპლექტდა: A ჯგუფი (ორადეა): „ნოვი ბელგრადი" (სერბეთი), „ორადეა" (რუმინეთი), „სპანდაუ 04" (გერმანია), „თიმ სტრასბურგი" (საფრანგეთი) და C ჯგუფი (სპლიტი): „იადრან სპლიტი" (ხორვატია), „ჰონვედი" (უნგრეთი), „პანათინაიკოსი" (საბერძნეთი).
საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდებს დაელოდებიან: „ბარსელონეტა" (ესპანეთი), „პრო რეკო" (იტალია), „ფერენცვაროში" (უნგრეთი), „ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), „რადნიჩკი" (სერბეთი), „მლადოსტი" (ხორვატია), „მარსელი" (საფრანგეთი), „იადრან ჰერცეგ ნოვი" (მონტენეგრო), „სტიაუა ბუქარესტი" (უნგრეთი) და „ვასპო98 ჰანოვერი" (გერმანია).
სპორტის ამ სახეობაში, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი „დინამო თბილისი" კი „ევრო თასის" (Euro Cup) გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგად „დინამო თბილისი" 2026-27 წლების სეზონს A ჯგუფში ასპარეზობით დაიწყებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები, „პრიმორაც კოტორი" (მონტენეგრო), (საქართველო), „გალათასარაი" (თურქეთი), და ტურნირის მასპინძელი „პეი-დაიქსი" (საფრანგეთი) იქნებიან. A ჯგუფის თამაშები, 9-11 ოქტომბერს საფრანგეთში, ექს-ან-პროვანსში გაიმართება.
ამ ტურნირზე გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთ ჯგუფში გადანაწილდნენ, სადაც ოთხი ჯგუფი ოთხ-ოთხი, ერთი კი ხუთი გუნდიდან დაკომპლექტდა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, აღნიშნული ტურნირის ძირითად ფაზაში ადგილებს დაიბევებენ. შეგახსენებთ, რომ მათ დაემატებათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან აღნიშნულ ტურნირზე ჩამოსული ხუთი გუნდი და კიდევ, ევრო თასის ხუთგუნდიანი ჯგუფიდან საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდი. ასეთი კი, B ჯგუფია, სადაც მოხვდა რუსეთის წარმომადგენელი გუნდი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს საერთაშორისო სარბიელზე ასპარეზობა ეკრძალებოდათ, თუმცა, 2026 წლიდან შეჯიბრებზე და მათ შორის წყალბურთში აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლები დაუშვეს. ქვეყნის დონზე, ჯერ კვლავ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით ასპარეზობენ, თუმცა, როგორც ხედავთ, საკლუბო დონეზე, უკვე ოფიციალურად დართეს ასპარეზობის უფლება.
B ჯგუფი (ათენი): „სავონა" (იტალია), „აპოლონ სმირნის" (საბერძნეთი), „პარტიზანი" (სერბეთი), „ASC დუისბურგი" (გერმანია), „სინთეს კაზანი"(რუსეთი)
C ჯგუფი (შაბაცი): „დუბროვნილი" (ხორვატია), „შაბაცი" (სერბეთი), „ENKA ისტანბული" (თურქეთი), „უაით შაქრს ჰანოვერი" (გერმანია)
D ჯგუფი (ნეაპოლი): „ვულიაგმენი" (საბერძნეთი), „ბარსელონა" (ესპანეთი), „პოსილიპო" (იტალია), „დინამო ბუქარესტი" (რუმინეთი).
E ჯგუფი (პოდგორიცა): BVSC (უნგრეთ), „პრიმორიე" (ხორვატია), „ბუდოჩნოსტი" (მონტენეგრო), „ტერასა" (ესპანეთი).
გუნდებს რომლებიც აღნიშნულ „ევროპის თასი" ტურნირზე ვერ მოახერხებენ კვალიფიკაციის გავლას, რანგით დაბალი კიდევ ერთი ტურნირი კონფერენციის თასი ელოდებათ.





ჩვენ







