ქართველ ლეგიონერთა ოთხი კლუბი ევროტურნირების ფლეი-ოფშია
ქართველ ლეგიონერთა ოთხი კლუბი ევროტურნირების ფლეი-ოფშია
14.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

13 აგვისტოს ევროპული დროით, საბოლოოდ გაირკვა, თუ რომელი ქართველი ლეგიონერების გუნდები აგრძელებენ ბრძოლას უეფა-ს 2026-2027 წლების სეზონში, ევროტურნირების ჯგუფებში მოსახვედრად ბრძოლას.


დავიწყოთ, ჩემპიონთა ლიგის ე.წ. ფაზაზე მიმავალ გზაზე, სადაც ამ ეტაპზე, ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი" ასპარეზობდა. ისევე, როგორც წინა შეხვედრაში ამჯერადაც, „კიტეს" ტრავმის გამო შეხვედრა გაუცდა, რაც შეეხება გიზის, ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, „ფერენბაჰჩეს" წინააღმდეგ, ის სათამაშოდ არ შემოსულა. გრაცელებმა კი, სტამბოლური შეხვედრის მსგავსად საშინაო მატჩიც წააგეს, მხოლოდ, ამჯერად, 0-1 და საბოლოოდ, ორი შეხვედრის ჯამში 0-3 დამარცხდნენ. „ფენერი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა და ფრანგულ „ლიონს" დაუპირისპირდება. ქართველების გუნდმა კი, უეფა-ს ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.


უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს ანრი მექვაბიშვილი რუმინული კრაიოვას „უნივერსიტატია", რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთში,  „კუპსთან" გასვლით შეხვედრაზე ფრედ, 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ, საშინაო შეხვედრაში 2-1 გაიმარჯვა და ორი მატჩს ჯამში 3-1 გაიმარჯვა. მექვაბიშვილმა, ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში შეცვალეს. მომდევნო, ფლეი-ოფის ფინალს, მექვაბიშვილის გუნდი, „არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება.


ლაშა ოდიშარიას რიგის რფს, უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩით დამარცხდა ვახო ჭანტურიშვილის ჩეხურ „იაბლონეცთან", ამჯერად, საშინაო შეხვედრაში 1-2, ორი შეხვედრის ჯამში კი, 1-4 და 2026-2027 წლების სეზონში ევროტურნირებს დაემშვიდობა. რაც შეეხება ჭანტურიშვილის გუნდს, ის კონფერენს ლიგის ფინალშია, სადაც, იმ „რეინჯერსს" დაუპირისპირდება, რომელსაც ასე მოელოდა ჩრდ. ირლანდიური „ლარნი". ქართველ ლეგიონერთა დუელში კი, ჩვენი ორივე წარმომადგენელი სასტრატო შემადგენლობაში იყო ორივე 85-ე წუთისთვის შეცვალეს.


უეფა-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფშია თორნიკე მორჩილაძის ხორვატული „რიეკა", რომელმაც ორი მატჩის ჯამში, 1-2 დაამარცხა ფინური „ილვესი" და აგვისტოს ბოლოს „მიდტიულანდს" დაუპირისპირდება. ხორვატთა ქართველი ლეგიონერი ტრავმის შემდეგ, ჯერ ისევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.


ხორვატულმა „ჰაიდუკ სპლიტმა" ორი შეხვედრის ჯამში 9-2 დაამარცხა ვილნიუსის „ჟალგირისი", რომელმაც თავის მხრივ, სრულიად მოულოდნელად მოახერხა „დინამო თბილისის" ბარიერის გავლა და რომელშიც საბა მამაცაშვილი თამაშობს. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა.


ევროტურნირებს დაემშვიდობა ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას სლოვაკური „დუნაისკა სტრედა", რომელმაც ნიდერლანდურ „ტვენტესთან" საშინაო კედლებში კი იბრძოლა და შეხვედრა 3-3 დასრულდა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში, ნიდერლანდელებმა 3-9 გაიმარჯვეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ქართველებიდან, დღეს მხოლოდ გაგუამ ითამაშა და ისიც, მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა, ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა, რომ ქართველს, მასპინძელ გუნდში ერთ-ერთი მაღალი შეფასება დაემსახურებინა.


ქართული ლეგიონიდან კი, ყველაზე დასამახსოვრებელი ლაშა დვალი თამაში გამოდგა. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ბულგარულ სოფიის ცსკა 1948-ს რიგებში გადასვლის შემდეგ, კარგ ფორმაში შედის და ამასთან ალაგ-ალაგ გოლებიც გააქვს, ისე, როგორც ეს უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში მოხდა. სწორედ დვალის გოლის წყალობით, რომელიც ქართველმა 87-ე წუთზე გაიტანა, თამაში დამატებით დროში გადავიდა. თუმცა, აქ, ბერძნულმა „პანათინაიკოსმა" იმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


ევროტურნირებს დაემშვიდობა ლუკა გადრანის იერუსალიმის „ბეითარი". ვენის „აუსტრიასთან" ორივე რაუნდის ძირითადი სათამაშო დრო, გასვლა და საშინაოც იდენტური ანგარიშით 2-1 დასრულდა. შესაბამისად, ფრედ 3-3, ამიტომ საჭირო გახდა ჯერ დამატებითი დრო, ბოლოს კი, 11-მეტრიანი დარტყმები, სადაც ზუსტები ავსტრიელები იყვნენ და მომდევნო ეტაპზეც ისინი გავიდნენ. გადრანმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, ქართველი 76-ე წუთზე შეცვალეს.