
პორტუგალიაში მიმდინარე 20-წლამდეთა შორის წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის I დივიზიონში საბოლოო წარმატების მისაღწევად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალში თამაშით გუნდი ფაქტობრივად გაინაღდებს მომავალ სეზონში, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ელიტაში თამაშის უფლებას და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონობისთვისაც ბრძოლას, სულ ცოტა დააკლდა. თუმცა, ამისთვის თავდაპირველად საჭირო იყო, ჩვენს ნაკრებს ხვალ, 1/2 ფინალში ეთამაშა. თუმცა, ქართველთა გუნდი, ხვალ, თბილისის დროით 15:15 საათზე V-VIII ადგილების ფლეი-ოფში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე A (ბელარუსი) ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღეს კი, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 6 გუნდიან B ჯგუფში ბოლო შეხვედრა გამართა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც აღნიშნულ ჯგუფში, მეორე ადგილისთვის პრინციპული შეხვედრაში სამწუხაროდ 11-12 დამარცხდა (იხილეთ მატჩის მიმდინარეობა).
ანგარიში პოლონელებმა გახსნეს და ორბურთიანი სხვაობითაც იყვნენ წინ, თუმცა, ქართველმა 20-წლამდე ნაკრებმა მოახერხა გათანაბრება და პერიოდი 3-3 დასრულდა. ანალოგიურად განვითარდა შეხვედრის მეორე პერიოდიც, თუმცა, ამ მონაკვეთში ქართულმა გუნდმა პირველად მოახერხა შეხვედრაში დაწინაურება, მიუხედავად ამისა, მონაკვეთის გადარჩენა ისე ჩვენ მოგვიწია, ამ პერიოდის დასრულებამდე 3 წამით ადრე გავათანაბრეთ, რომელიც 4-4 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ კი, ანგარიში 7-7 იყო. მე-3 პერიოდში პირველი ჩვენ გავიტანეთ, თუმცა, მონაკვეთის მიწურულს, პოლონელებმა სამი ბურთით დაწინაურება მოახერხეს და მონაკვეთი 1-4 მოგვიგეს. გადამწყვეტი პერიოდის წინ ტაბლოზე 8-11 იყო ანგარიში და ქართული გუნდი, საკმაოდ რთული ამოცანის წინ იდგა. ბოლო მონაკვეთი ქართველებმა 3-0 წაიყვანეს და შესაბამისად გაათანაბრეს კიდეც საერთო ანგარიში, თუმცა, მეტოქემ ეგრევე მოახერხა დაწინაურება. პერიოდში 3-1 იყო ჩვენს, თუმცა, ტაბლოზე 11-12 პოლონელთა სასარგებლოდ. 34 წამით ადრე მონაკვეთის დასრულებამდე, საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა წუთშესვენება აიღო, 12 წამით ადრე უკვე პოლონურმა გუნდმა, რომელმაც საბოლოოდ, მოახერხა ერთი ბურთით გამარჯვება და 1/2 ფინალში გასვლა.
მანამდე კი, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სამი შეხვედრა მოიგო მასპინძელ პორტუგალიასთან 20-11, ფინეთთან 14-7, ლიეტუვასთან 16-6, თუმცა, სამწუხაროდ, სასტარტო შეხვედრაში, ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე B (რუსეთის) ნაკრებთან 11-21 წააგო. ჯგუფური ეტაპის ბოლო, დღევანდელ ტურამდეც, ლიდერი, სწორედ ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ნაკრები იყო, რომელსაც ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა, დღეს კი, ლიეტუვას ხვდებოდა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში, მხოლოდ ფინელების დამარცხება მოახერხა (იხილეთ ჯგუფური ეტაპის ცხრილი).
საქართველოს ნარები, აღნიშნულ ტურნირზე, შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: ალექსანდრე ბაბიაშვილი, დავით მაჭავარიანი, გიორგი ვეშაგური, გიორგი აბესაძე, ივა ჭუბაბრია, ნიკოლოზ დადა გიორგობიანი, საბა გუჯარაიძე, სანდო იობიძე, ლუკა ხურცილავა, ლაშა გიორგი ხუციანიძე, ნიკოლოზ ყურაშვილი, დავითი ლანდია, ლუკა მჭედლიშვილი, ლადო რამიშვილი, ლუკა რუბაშვილი, გიორგი სურმავა.
წყალბურთში, 20-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონატის I დივიზიონში დებულების თანახმად 12 გუნდი მონაწილეობდა, თავდაპირველად ორ ჯგუფში 6-6 გუნდად გადანაწილებული. ტურნირის ბოლო ორ საასპარეზო დღეს კი, გუნდებმა აღნიშნულ 12 გუნდში, საბოლოოდ გაარკვევენ, თუ რომელ საფეხურზე დაასრულებენ ასპარეზობას.
ფოტო: (c) euro.waterpolo





ჩვენ







