ქართველი მოცურავეები პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ
ქართველი მოცურავეები პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ
12.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

ქართველმა მოცურავემ ანა კალანდაძემ 10 აგვისტოს პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში საქართველოს რეკორდი დაამყარა. მან დისტანცია 8:43.29 წუთში დაფარა და საკუთარი რეკორდი, 1.11 წამით გააუმჯობესა. ქართველმა მოცურავემ ამ დისტანციაზე საბოლოოდ, მე-14 ადგილი დაიკავა.


ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი:


ანა კალანდაძე - თავისუფალი ყაიდა (კროლი): 400 მ, 800 მ და 1500 მ დისტანციებზე,  4X100 მ (იხილეთ ბმული).


ანა ნიჟარაძე - გულაღმა ცურვა (100 მ და 200 მ) და ბატერფლაი (100 მ და 200 მ), 4X100 მ (იხილეთ ბმული)


ნოე ფანცხავა - გულაღმა ცურვა: 50 მ და 100 მ დისტანციებზე, 4X100 მ (იხილეთ ბმული)


ანდრეა ფოლადაშვილი - თავისუფალი ყაიდა  50 მ, 100 მ და 4X100 მ (იხილეთ ბმული).


ევროპის ჩემპიონატმა სტარტი 10 აგვისტოს აიღო და 16 აგვისტოს დასრულდება.