პსჟ-მ პირველ სეზონის პირველ ტიტულთან ერად, გოლების ათვლა „კვარას“ გოლით დაიწყო
პსჟ-მ პირველ სეზონის პირველ ტიტულთან ერად, გოლების ათვლა „კვარას“ გოლით დაიწყო
13.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზედიზედ მეორე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა" უეფა-ს სუპერ თასი მოიგო. ამჯერად, ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიაში „ასტონ ვილა" დაამარცხა. პსჟ ამ გამარჯვებით სუპერ თასის გათამაშების ისტორიაში გახდა მესამე კლუბი, რომელმაც ზედიზედ მოახერხა ამ ტროფეის მოგება.


პირველი მატჩის კვალობაზე, ლუის ენრიკეს გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბირმინგემელებსაც ჰქონდათ შანსები და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის შემდეგ, „ასტონ ვილამ" ბრაიან მაჯოს გოლით (45') გაათანაბრა კიდევაც ანგარიში, პარიზელებმა ძირითადად მოახერხეს თამაშის გაკონტროლება.


ანგარიში კი, ამ შეხვედრაში მე-20 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც ტრადიციულად აქტიური იყო და წინა სეზონის სტარტთან შედარებით, ბევრად უკეთეს ფორმაში. ჰოდა, თუ დასაწყისში ასე, სეზონის ბოლო როგორი იქნება რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. თუმცა, დღევანდელი თამაშიდან გამომდინარეც, „კვარამ" კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას და ყველას შეახსენა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფნის მიუხედავად, ის „ოქროს ბურთის" მოგების რეალური კანდიდატია.


მანამდე კი, დღევანდელი შეხვედრის პირველი  ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმში კი, 61-ე წუთზე დეზირე დუემ, რომელიც ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხვიჩასთვის გაკეთებულ საგოლე გადაცემას გოლიც დაუმატა. პსჟ-მ კი, 2-1 გაიმარჯვა და წლის პირველი ტიტული მოიგო (იხილეთ ბმული).


„კვარამ", რომელიც ჩვენი აზრით, სხვა თანაგუნდელებთან (ვინც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა) უფრო კარგად იყო მომზადებულიც, დასვენებულიც და ეს თამაშის დროს მის სიმსუბუქესაც ემჩნეოდა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 88-ე წუთზე შეიცვალა, ტრადიციულად, გულშემატკივართა ოვაციების თანხლებით.


„ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. თუმცა, ვიცოდი რომ ისე ვითამაშებდით, როგორც დღეს, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა აჩვენეს შესაძლებლობები. შესაძლოა ჯერ არ ვართ საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ეს იყო კიდევ ერთხელ ჩვენი DNA-ის დემონსტრირება, ჩვენს ფანებთან ერთად, რომლებიც ამ გამარჯვებაში ძალიან მოგვეხმარნენ", - ამბობს ლუის ენრიკე.


მოკლედ, ე.წ. „ევროპის ჩემპიონი კლუბის" სეზონის იდეალური დასაწყისია - გუნდი რომლის თამაშიც დღეს, შესაძლოა არ იყო ბოლომდე იდეალური, თუმცა, ამ საწყის შეხვედრაშიც კი, პარიზელებს ემჩნეოდათ, კლუბის საფირმო ნიშნები შეტევითი თამაშისას და დაცვაში მუდმივად მზადყოფნა. რაც შეეხება ხვიჩას, მან პირველმა დაიწყო, ოფიციალურ თამაშებში 2026-2027 წლების სეზონში გოლების ათვლა. 


ფოტო: (c) UEFA