სფფ-მ ფიფა-ში წერილი გააგზავნა
სფფ-მ ფიფა-ში წერილი გააგზავნა
11.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

უეფა-სა და ფიფა-ს შორის უთანხმოება ყოველდღიურად მძაფრდება. თუმცა, უეფა-ს წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ურყევად უეფა-ს პოზიციას იცავენ. დღეს, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციამ, მორიგ ჯერზე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია:


„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ოფიციალური წერილით მიმართა და FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა უკან გაიწვია.


აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუქმებს 2026 წლის 1 ივნისს გაგზავნილ მხარდაჭერის წერილს, რომლითაც სფფ მხარს უჭერდა ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას FIFA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე, 2027 წელს, კიდევ ოთხი წლის ვადით არჩევასთან დაკავშირებით", - ნათქვამია სფფ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო წერილში.