
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფიფა-სა და უეფა-ს შორის დაწყებული უთანხმოება, კიდევ უფრო ღრმავდება. ამჯერად, ევროპის საფეხბურთო ორგანიზაციის მთავარ ვებ-პორტალზე უეფა-ს, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციისა (კონკაკაფი) და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (აფკ) მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა FIFA Forward Enterprise-ის პროგრამას დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული წერილი ვრცელდება:
„ძვირფასო საფეხბურთო ოჯახო,
ფეხბურთი, მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე დიდი ემოციაა. ის არ ეკუთვნის არც რომელიმე ერთ ადამიანს და არც ორგანიზაციას.
ის ეკუთვნის მოთამაშეებს, ფანებს, კლუბებს, ასოციაციის წევრებს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც მისი მომავალი აბარია ხელთ.
სწორეს ამ განწყობით, როგორც კონფედერაციები, დღეს, ერთობლივ განცხადებას ვაკეთებ.
ბოლო ათეული წლების მანძილზე ზრდა რეალურია. თუმცა, ეს ზრდა არ არის რომელიმე ერთი ადამიანის დამსახურება. ეს იყო ერთობლივი პროდუქტი ფიფა-სი, კონფედერაციების, წევრი ასოციაციებისა და ათასობით ადამიანის ძალისხმევის, რომლებმაც ცხოვრება ამ თამაშს მიუძღვნეს.
გაფართოებული ტურნირები, 2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭება, ასოციაციებს შორის რესურსის გადანაწილება - ეს იყო ერთობლივი მიღწევები, შეთანხმებული და ერთად შესრულებული.
საქმე არ ეხება ფულს. კონფედერაციებმა უკვე მოუწოდეს ფიფა-ს პასუხიმგებლობისკენ, უზარმაზარი რესურსების განაწილებისას, რომელიც სამომავლოდ წევრი-ასოციაციების ინვესტირებასა და განვითარებას ეხება.
ლაპარაკი არ ეხება, არც იმ გარემოებას, რომ რომელიმე წევრი-ასოციაცია დაკარგავს კუთვნილ მხარდაჭერას, იმ მუქარის მიუხედავად, რომელითაც მათ დაშინებასა და საწინააღმდეგოში დარწმუნებას ცდილობენ. საქმე არც გაფართოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების გადახედვას ეხება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილების განაწილებას, ან სხვა რაიმე ერთად მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. ეს გადაწყვეტილებები მიღებულია ერთობლივად და ისინი ძალაში დარჩება.
ეს უფრო ფუნდამენტური საკითხია: თამაშის მთლიანობა, და იმ ადამიანების კეთილსინდისიერებას, რომლებიც მის სამართავად აირჩეს.
ფეხბურთში ლიდერად ყოფნა, არ ნიშნავს, რომ მისი მფლობელი ხარ. ეს არ ნიშნავს, რომ მისი მესაკუთრე ხარ, ან მოითხოვო მასზე უფლება. ეს არის ვალდებულება მოემსახურო საფეხბურთო ოჯახს, რომელმაც მისი მართვა მოგანდო.
როდესაც ნდობას ტყუილი ანგრევს, როდესაც პიროვნება კოლექტივზე მაღლა აყენებს თავს მინდობილი ძალაუფლების ხარჯზე, ეს ვალდებულება უარყოფილია.
ფიფა-ს მიერ, ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილში, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტთან და 211 წევრ ასოციაციასთან, აღიარებულია შეცდომები, რომლებიც პროცესის დროს დაუშვეს. ეს აღიქმება, როგორც ჩავარდნა კომუნიკაციის მხრივ, მაშინ როცა საფეხბურთო საზოგადოებას მოწმე გახდა, რომ ეს განხილვის პრობლემა იყო. წინადადება წარმოდგენილი იყო შემჭიდროვებულ ვადებში, შინაარსობრივი კონსულტაციების გარეშე და ჩაეშვა ვადებში, ისე, რომ წევრ-ასოციაციებს მათი გვარიანად შესასწავლი დრო არ ჰქონიათ. მსგავსი ქმედება არ არის „გამორჩენა", არამედ მიზანმიმართული მიდგომაა, შეზღუდულიყო კონტროლი.
წერილში არ არის აღიარებული, რომ თავად წინადადება არსებითად არასწორი იყო. წერილში არაფერი მიუთითებს, რომ სიტუაციის შეფასებისას, ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვის მცდელობა იყო დიდი შეცდომა - არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ ფუნდამენტალური დარღვევა ნდობის, იმ ინსტიტუტებისადმი, რომელსაც ფიფა უნდა ემსახურებოდეს.
ფიფა-მ ასევე აიღო ვალდებულება ფიფა-ს საბჭოს წარუდგინოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სრული ანგარიში და აქაც, კვლავ არ აღიარა საჭიროება, საქმე შეისწავლოს დამოუკიდებელმა, მესამე მხარემ, მსგავსი არაკომპეტენტური მმართველობის პირობებში და არა თავად ფიფა-მ, მისმა თანამშრომლებმა ანდა, ფეხბურთში დაინტერესებულმა რომელიმე მხარემ. ფიფა-ს ადმინისტრაციას ამ ანალიზის მომზადებაში არანაირი როლი არ უნდა მიენიჭოს.
წინა კორესპონდენციაში აღნიშნულის მსგავსად, ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩანაწერი უნდა იყოს შენახული, უეფა-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებებისა და დოკუმენტაციის შენახვასთან დაკავშირებული წესიდან გამომდინარე.
ფიფა-ს წერილში ასევე დაადასტურეს, რომ მაროკოში გამართულ ლიდერების შეხვედრას, ორგანიზაციიდან ერთი არჩეული წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე არ იყვნენ მიწვეული ფიფა-ს საბჭოსა და წევრი ასოციაციების წარმომადგენლები. შეხვედრას, მხოლოდ მმართველი კომიტეტისა და ფიფა-ს თანამშრომელთა უმაღლესი სტაფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ აღნიშნულმა შეხვედრამ, რომელსაც ფიფა-ს მმართველი ორგანოს მხოლოდ რჩეული წევრები დაესწრნენ და არა სრულად კომიტეტი, ამასთან ჩატარდა უცხოეთში და არა ციურიხში, ფიფა-ში დაგროვილი საკითხების, მათ შორის თანამშრომელთა საკითხების გადასაწყვეტად, კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება და იქცა იმ მოდელის გაგრძელებად, რომელმაც ამ ვითარებამდე მოგვიყვანა. ეს არ არის თამაშის მცველის ქცევა, არამედ იმ ადამიანის, ვინც თვლის, რომ თამაში მას ექვემდებარება.
სიჩუმეა იქ, სადაც საჭიროა ანგარიშვალდებულება, დისტანციაა იქ, სადაც საჯაროობაა საჭირო.
ეს არ არის ის დონე, რასაც ფეხბურთი იმსახურებს ხელმძღვანელობაში. სწორედ ამიტომ დავიკავეთ ეს პოზიცია: არა უპატივცემულობას და არა ერთ პიროვნულობას, არამედ ერთად, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელსაც ეს თამაში გვავალდებულებს.
ფეხბურთის სიძლიერე, ყოველთვის მისი ერთიანობა იყო. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ერთიანობას პატივისცემისკენ, იმ ლიდერობისკენ, რომელიც ფეხბურთს ემსახურება და არა მისით ბატონობდეს", - ნათქვამია წერილში, რომესაც სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა (AFC-ის პრეზიდენტი), ვიქტორ მონტალიანი (Concacaf-ის პრეზიდენტი), ალექსანდერ ჩეფერინი (უეფა-ს პრეზიდენტი), დატუკ სერი უინძორ ჯონი (AFC-ის გენერალური მდივანი), ფილიპე მოჯო (Concacaf -ის გენერალური მდივანი) და თეოდორ თეოდორიდისი (უეფა-ს გენერალური მდივანი) აწერენ ხელს.





ჩვენ







