
ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ამ დრომდე, არაფერს ამბობს ლაშა გუჯეჯიანის ვაკანტური ადგილის „ბედზე". ამასობაში კი, დრო გადის და ჩვენი ნაკრებიც, მიმდინარე თვის ბოლოს, შვეიცარიაში ლოზანას გრანდ-სლემზე იასპარეზებს. პირველადი ინფორმაციით, რომელსაც ქართული ფედერაცია ავრცელებს, ტურნირზე საქართველო ოთხი გოგონა და ცხრა ბიჭი ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი.
მათ შორის იქნება მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ეთოს სოცქსელებში გავრცელებული მასალით თუ ვიმსჯელებთ, ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და ერთი ეტაპი, იაპონიაშიც კი გაიარა.
ქართული გუნდის შემადგენლობაში იქნება ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ილია სულამანიძე. საერთო ჯამში, ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
გოგონები:
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-70 კგ ნინო გულბანი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
ვაჟები:
-66 კგ თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე
-81 კგ ზაურ დვალიშვილი
-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ გურამ თუშიშვილი
ტრადიციულად მედლები, როგორც ქალთა ასევე კაცთა შორის 14 წონით კატეგორიაში გათამაშდება. აქედან ქართული გუნდი, 9 წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. ქართულ გუნდს, ოთხი წონითი კატეგორია გაორებული აქვს.
IJF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კონკრეტული მომენტისთვის ტურნირზე 76 ქვეყნის 550 წარმომადგენელია რეგისტრირებული. მათ შორის არის მსოფლიო რეიტინგში წონის ლიდერებიც. ასე, რომ საკმაოდ საინტერესო შეჯიბრის მოლოდინში ვართ.





ჩვენ







