საქართველოს 18-წლამდე ნაკრები თელავის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები თელავის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
10.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თელავი, ტურნირიდან ტურნირამდე, ხელბურთის ქალაქს ემსგავსება. სპორტის ეს სახეობა კი, სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით საქართველოს ამ რეგიონში. გოგონების ასაკობრივი ტურნირის შემდეგ, ამჯერად აქ, 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის II დივიზიონის (M18 EHF Championship II) გათამაშება გაიმართა, რომელშიც ბულგარეთის, საქართველოს, ბელგიის, კოსოვოს, დიდი ბრიტანეთისა და კვიპროსის ნაკრებები მონაწილეობდნენ.


ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა ერთმანეთს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ამ ტურნირზე მეორედ, თუმცა, ამჯერად ფინალში. დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრები 35-28 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) დამარცხდა, დააგროვა 8 ქულა ( ჯგუფურ ეტაპზე 4 მოგება, 1 მარცხი და ფინალში 1 მარცხი) და II დივიზიონში მე-2 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. შესაბამისად, პირველ ადგილზე გავიდა ბულგარეთის ნაკრები, რომელმაც თელვაში დასრულებული (M18 EHF Championship II) საქართველოს ნაკრებს საერთო რეიტინგში გადაასწრო და 33-34 ადგილებს იყოფს უკრაინასთან (იხილეთ ბმული).


2 აგვისტო, საქართველო- დიდი ბრიტანეთი 31 - 24

3 აგვისტო, საქართველო - ბულგარეთი 35- 32 

5 აგვისტო, კვიპროსი - საქართველო 19 - 29

6 აგვისტო, საქართველო - კოსოვო 35 - 30

8 აგვისტო, საქართველო - ბელგია 30 - 33


თუმცა, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, თუკი, თავდაპირველად, გუნდები წრიული სისტემით შეხვდნენ ერთმანეთს, საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად ფინალი ითამაშეს. სწორედ ამ ფინალში, საქართველოს ნაკრები, სამწუხაროდ ბულგარელებთან შვიდი ბურთით, 35-28  (12-10) დამარცხდნენ. ჩვენმა მოწინააღმდეგემ, მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში მოახერხა ანგარიშის გაზრდა და ეს ძირითადად, თელავში გამართული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის, დანიელ დავიდოვის დამსახურებითაც მოხდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 15 შესაძლებლობა 13-ჯერ გოლით დაასრულა. ამ გადმოსახედიდან ჩვენი გუნდიდან საუკეთესო ნიკოლოზ მამულაშვილი იყო, 14 მცდელობიდან 10 გოლით.


საბოლოოდაც, თელავში გამართულ ჩემპიონატში ქართული გუნდიდან, ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ მამულაშვილი იყო 48 გოლით, 42 გოლი გაიტანა ვახტანგ ხარებაშვილმა. სწორედ, ეს ორი ქართველი ხელბურთელი მოხვდა საუკეთესო მსროლელთა ათეულში. პირველი ადგილი კი, აქ 56 ბურთით დანიელ დავიდოვმა დაიკავა.


საქმე ისაა, რომ ევროპის 24 საუკეთესო გუნდის  გარდა, რომლებიც ვერ მოხვდნენ EHF EURO 2026-ის ფინალურ ეტაპზე, მონაწილეობა მიიღეს ჩრდ. მაკედონიასა და საქართველოში გამართულ EHF M18-ის ორ ჩემპიონატში. სკოპიეში  (Championship I-ში10 გუნდი მონაწლეობდა) ფინალურ დაპირისპირებაში რუმინელებმა ლიეტუვას 34-32 მოუგეს. ეს ტურნირი თელავში გამართული ტურნირის პარალელურად გაიმართა.


აქვე გეტყვით, რომ 2026 წლის EHF M18-ის ფინალურ ტურნის სერბეთმა უმასპინძლა. ფინალში კი, ერთმანეთის პირისპირ გერმანიისა და სლოვენიის ნაკრებები წარსდგენენ. ფინალში, რომელიც სლოვენიელთათვის სადებიუტო იყო, გერმანიის ნაკრებმა 36-27 გაიმარჯვა და მეოთხედ (2008, 2012, 2021, 2026) გახდა ევროპის ჩემპიონი აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში. სერბეთში დასრულებული 18-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. განსხვავებით უეფა-საგან, რომელსაც ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის განსაზღვრული სარეიტინგო ბაზა აქვს, ხელბურთში ცოტა სხვა პრინციპით არის დაყოფილი და ამ თვალსაზრისით საქართველო ჯერ ისევ ე.წ. C დივიზიონს განეკუთვნება. თელავში დასრულებული ტურნირის შემდეგ კი, სადაც ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) ოთხწლიანი ახალგაზრდული კოეფიციენტების (YAC Rankings) მიხედვით, ანიჭებს ქვეყნებს ადგილებს, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ევროპაში 35-ე ადგილზეა.