2027 წლის თებერვალში სტამბოლში ესპანეთის სუპერ თასი გაიმართება
2027 წლის თებერვალში სტამბოლში ესპანეთის სუპერ თასი გაიმართება
09.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ესპანეთის სუპერ თასის Supercopa de España-ს ჩატარების წინასწარ დაანონსებული ადგილი შეიცვალა. ოთხთა ტურნირი („რეალი", „ატლეტიკო", „ბარსელონა" და „ოსასუნა"), რომელიც თავდაპირველად საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო, სტამბოლში გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სტამბოლის რომელი სტადიონები უმასპინძლებს აღნიშნულ გათამაშებას და როდიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ორგანიზატორები ამ მცირე დეტალების გარკვევისთანავე შეეცდებიან ინფორმაციის გავრცელებას.


ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, ოთხთა ტურნირის სტამბოლში გადმოტანის მიზეზი - საუდის არაბეთი 2027 წელს აზიის თასს მასპინძლობს. ცნობილია თვე, როდესაც ესპანელები სტამბოლში პატარა საფეხბურთო ფიესტას მოაწყობენ - თებერვლის პირველი კვირაა. ასე, რომ ვისაც გინდათ თამაშებს დაესწროთ, ვიდრე ბილეთების გაყიდვა დაიწყება, ჯობს ღამისსათევები დაბრონოთ.


დიდი ალბათობით, ოთხთა ტურნირზე გუნდები, შემდეგ 1/2 ფინალურ წყვილებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს:


„რეალი" - „ატლეტიკო"

„ბარსელონა" - „ოსასუნა"


ფორმატის მიხედვით, ნახევარფინალებს მე-3 ადგილისთვის და ჩემპიონობისთვის მატჩი მოჰყვება. ასე, რომ სტამბოლში, თებერვლის დასაწყისში, საკმაოდ საინტერესო დღეების დაგეგმვა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ.