კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მომავალ კვირაში თბილისში შეკრებას დაიწყებს
კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მომავალ კვირაში თბილისში შეკრებას დაიწყებს
08.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოახერხებს თუ არა ალექსანდერ ჯიკიჩის გაწვრთნილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე თამაშს, ამას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დარჩენილი 6 თამაში გადაწყვეტს, რომელთაგან პირველს ჩვენი გუნდი 28 აგვისტოს ჩაატარებს.


2026 წელი

28 აგვისტო: საქართველო - მონტენეგრო

31 აგვისტო: პორტუგალია - საქართველო

26 ნოემბერი: საბერძნეთი - საქართველო

29 ნოემბერი: საქართველო - პორტუგალია

2027 წელი

26 თებერვალი: მონტენეგრო - საქართველო

1 მარტი: საქართველო - საბერძნეთი


მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარში გაიმართება, ქვეს გუნდიანი (ესპანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, საქართველოს, პორტუგალია, ესპანეთი) ჯგუფიდან, რომელშიც საქართველოს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, 9 ქულით (3 მოგება, 3 წაგება) მე-4 ადგილზეა, მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ სამი გუნდი გადაინაცვლებს. ასე, რომ ჯიკიჩის გუნდს, სრული მობილიზება და ყველა იმ შეცდომის გამოსწორება მოუწევს, რაც ძირითადად, ქართულ გუნდს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დროს ჰქონდა.


იმედია, რომ მოახლოებული თამაშებისთვის მოედანზე ვიხილავთ, ძველ, შემართებულ გოგა ბითაძეს, რომელსაც გუნდის მსგავსად, ბოლო შეხვედრები არ წაუვიდა და სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ამ შეხვედრებიდან აგვისტოს ფანჯრის მატჩების დროს გუნდთან ერთად იქნება. ასე რომ, ჩვენი გუნდის ბოლო შეხვედრების მსგავსად, ჩვენი ნაკრების კაპიტანს, თოკო შენგელიას, რომელიც იმედი გვაქვს, ცოტა დასვენებას და „ამოსუნთქვასაც" მოახერხებდა, მარტოს აღარ მოუწევს თამაში. და ზოგადად, გუნდიც ცოტა უფრო მობილიზებული იქნება. მიუხედავად იმისა, მოსწონთ ეს კონკრეტულ ფედერაციაში თუ, არა, კრიტიკა, რაც ბოლო შეხვედრების შემდეგ, ქართველთა ნაკრებმა დაიმსახურა, რა თქმა უნდა, ესპანეთთან მოგებული თამაშის შემდეგ, ქებამაც, აუცილებლად გასათვალისწინებელია.


სწორედ, ამ შეხვედრებისთვის, მომავალ კვირაში, 12 აგვისტოდან თბილისში დაიწყებს შეკრებას, 13-დან კი ვარჯიშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 28 აგვისტოს ოფიციალურ მატჩამდე, ორ სპარინგს გამართავს. 19 აგვისტოს, ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები ლიბანის ნაკრებს დაუპირისპირდება და იმედია, თამაშში, რომელიც დახურული იქნება (ე.ი. არ დაუშვებენ გულშემატკივარს და არც მისი ტრანსლირება მოხდება), ფერიცვალების მსგავსად, კარგისკენ ფერნაცვალი დაბრუნდება. მეორე სპარინგს კი, ჩვენი გუნდი ნაცნობი მეტოქის, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.


მოსამზადებელ ეტაპზე ჯიკიჩს 15 კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული: მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურნძილაძე, ვილი ისიანი, გოგოა ბითაძე. ოფიციალური შეხვედრებზე, ამ შემადგენლობიდან, მხოლოდ 12 კალათბურთელი დარჩება.


და ბოლოს აქვე ვთქვათ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები, როგორც აღვნიშნეთ მონტენეგროს დაუპირისპირდება. ოფიციალურ შეხვედრებში გუნდები ოთხჯერ შევხდნენ ერთმანეთს, 2 თამაში საქართველო მოიგო, 2 მონტენეგრომ.


ევრობასკეტი 2016-ის საკვალიფიკაციო: მონტენეგრო- საქართველო 84 -90

ევრობასკეტი 2016-ის საკვალიფიკაციო: საქართველო- მონტენეგრო 74 - 76

ამხანაგური მატჩი 2023: საქართველო - მონტენეგრო 84 -79

ევრობასკეტი 2022 (თბილისი): საქართველო - მონტენეგრო  73 - 81  (ეს იყო ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც წაგების გამო საქართველოს ნაკრები ტურნირს გამოეთიშა)


გუნდები ბოლოს 2026 წელსაც გადაეყარნენ ერთმანეთს, ჩინეთში, სადაც „სოლიდარობის თასი" გაიმართა და რომელზეც, საქართველოს ნაკრებმა ე.წ. „ნაკრების კანდიდატების" გუნდით იასპარეზა და ორი მატჩი გამართა აღნიშნული ქვეყნის გუნდთან, თუმცა, არც მონტენეგრო იყო წარმოდგენილი ძირითადი გუნდით და ორივეში შეხვედრაში გაიმარჯვა (76-63, 69-63).