
თითქმის თვენახევრიანი შესვენების შემდეგ, დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. მე-20 ტური თბილისში, პეტრო არენაზე, „რუსთავისა" და „ტორპედოს" შეხვედრით დაიწყო. თამაში გია ცეცაძის გუნდის მწვავე მომენტებით უფრო დაგვამახსოვრდა, გაუქმებული გოლით მეორე ტაიმის 78-ე წუთზე და პაპუნა ბერუაშვილის „სეივით" მატჩის მიწურულს. თუმცა, ის, რომ ამ შეხვედრაში „ტორპედო" დღეს უფრო მეტი გოლი არ გაუშვა, ქუთაისელთა მეკარის, ოთო გოშაძის დამსახურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეროვნული ლიგის, მხოლოდ მესამე წრის მეორე ტური დაიწყო და რეალურად ნახევარი ჩემპიონატი წინაა, ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ოთო გოშაძე, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია გახდეს 2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.
„რუსთავისა" და „ტორპედოს" დღევანდელ შეხვედრაში კი, გამარჯვების მომტანი და ერთადერთი გოლი, რუსთაველებმა მე-12 წუთზე გაიტანეს. სტუმრებს, საჯარიმო მოედანში VAR-მა ხელით თამაში დაუფიქსირა. გოლი კი, ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაიტანა.
20 ტურის შემდეგ, „რუსთავმა" 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურის ორი შეხვედრა 8 და 9 აგვისტოს არის ჩანიშნული, მინიმუმ მომდევნო ტურამდე, მეტალურგიული ქალაქის კლუბი პირველ ადგილზე მოახერხებს ადგილის შენარჩუნებას. ამ ტურში მას, ყველაზე ახლოს, 1 ქულაში შეუძლია მიუახლოვდეს „დინამო თბილისი", რომელიც კვირას, 9 აგვისტოს ტურის ბოლო შეხვედრას სტუმრად, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს „სპაერის" წინააღმდეგ.
რაც შეეხება, დღევანდელ ტურამდე გათამაშების ლიდერს, „იბერია 1999"-ს, მას საქართველოს თასის 1/8 ფინალის მსგავსად, ელიგის მე-20 ტურის შეხვედრაც გადაუტანეს. შეგახსენებთ, რომ „იბერიას 1999"-ს ერთი ნაბიჯი აშორებს უეფა-ს ევროტურნირის ჯგუფთა.
ხვალ, შაბათს, 21:00 საათზე ბათუმის „დინამო" - „გაგრას" დაუპირისპირდება. კვირას, 9 აგვისტოს კი, მესხზე ჩანიშნულ მატჩამდე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის 17:00 საათზე, „მეშახტე" - „სამგურალს" დაუპირისპირდება.





ჩვენ







