ქართველი 23-წლამდების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი 23-წლამდების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
07.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

1-7 აგვისტოს პოლონეთში, ვროცლავში  მრგვალ სტენდზე  სროლაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენმა ნაკრებმა 7 მედალი მოიგო, მათ შორის 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.  თავის მხრივ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა ეს მედლები ტყვიის სროლაში (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და სასტენდო სროლაში (1 ოქრო, 1 ბრინჯაო) მოიპოვეს.


მესტენდურებმა - ელიზავეტა ბოიარშინოვამ და გიორგი არაბულმა - მრგვალ სტენდზე შერეულ წყვილებში ჩეხი წყვილი - ალექს პეტრასეკი და ტერეზა მლიკოვა, ანგარიშით 6-0 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


მანამდე, ოქროს მედალი საქართველოს სახელით მოასპარეზე  ელიზავეტა ბოიარშინოვამ მრგვალ სტენდზე სროლაში ინდივიდუალური ასპარეზობისას მოიპოვა, როდესაც პოლონელი მოწინააღმდეგე ანგარიშით 7-3 დაამარცხა.


ეს ჩვენი გუნდის წარმომადგენელთა ბოლო გამოსვლები იყო. ჩვენი მედალოსნების საერთო ჩამონათვალი კი, ასეთია:


პირად პირველობაში მოპოვებული მედლები:

 იოანე ხვარეშია - 2 ოქროს მედალი (Air Pistol & Solo Men)

 ელიზავეტა ბოიარშინოვა - 1 ოქროს მედალი (Solo Women)

 მარიამ აბრამიშვილი - 1 ვერცხლის მედალი (Air Pistol Women)


გუნდურ პირველობაში მოპოვებული მედლები:

ოქროს მედალი (10m Air Pistol Women - გუნდური): მარიამ მარშავა, მარიამ აბრამიშვილი, სალომე ფროდიაშვილი

ბრინჯაოს მედალი (10m Air Pistol - შერეული წყვილები) -  გიორგი მუმლაძე & მარიამ მარშავა

ბრინჯაოს მედალი (Shotgun Skeet Duet - შერეული წყვილები) - გიორგი არაბული და ელიზავეტა ბოიარშინოვა



ფოტო: საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია