ქართულმა გუნდმა ბილიარდში ვერცხლის მედლები მოიგო
ქართულმა გუნდმა ბილიარდში ვერცხლის მედლები მოიგო
07.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ბილიარდის ეროვნულმა ნაკრებმა heyball-ის გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე რომელიც პოლონეთში, Grand Hotel Kielce-ში 4-5 აგვისტოს გაიმართა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჰეიბოლის გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში 5 შეხვედრა გამართა, საიდანაც სამში გაიმარჯვა. ტურნირზე ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნოდარ ბაქრაძე, დავით ავაკიანი, ემილ თოფჩიევი და ზურაბ წერეთელი.


ფინალურ მატჩში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3-1 დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავი, რომ ეს ვერცხლის მედლები, ქართული გუნდისთვის ისტორიულია, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც შედეგი. ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ქულა, ემილ თოფჩიევმა აიღო. აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილი ხორვატიისა და უკრაინის ნაკრებებს ერგოთ.


ფინალამდე კი, ქართული გუნდის გზა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო: საქართველოს ნაკრებმა პირველ რაუნდში სლოვაკეთი 3-1 დაამარცხა. პარტიები მოიგეს დავით ავაქიანმა (3-1), ნოდარ ბაქრაძემ (3-0), ემილ თოფთჩიევმა (3-0). მომდევნო ეტაპზე, ე.წ. გამარჯვებულთა კვალიფიკაციაზე ჩვენი გუნდი, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა უკრაინის ნაკრებთან 3-2. აქ ქართული გუნდიდან პარტიები მოიგეს დავით ავაქიანმა (0-3) და ელიმ თოფჩიევმა (0-3). ამის შემდეგ, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები ე.წ. დამარცხებულთა რაუნდში მიიღო მონაწილეობა და ტურნირის მასპინძელი, პოლონეთის ნაკრები 1-3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პარტიები ნოდარ ბაქრაძემ (1-2), ემილ თოფჩიევმა (0-2), კვლავ ნოდარ ბაქრაძემ  (1-2) მოიგეს.


მომდევნო მატჩში, 1/2 ფინალში საქართველო ხორვატიის გუნდს დაუპირისპირდა და 2-3 დაამარცხა. ფინალში გადასასვლელი შეხვედრები დავით ავაქიანმა (1-2) და (2-3), ნოდარ ბაქრაძემ (0-1) მოიგეს. სხვათა შორის, ამ პარტიაში, პირველი გამარჯვება ჩვენი გუნდის წარმომადგენელს დარჩა, თუმცა, ამის შემდეგ, ორი პარტია წავაგეთ და ე.წ  Golden Rack-ში ნოდარ ბაქრაძის გამარჯვების (0-1) წყალობით მოვახერხეთ ფინალის საგზურის მოგება.


იხილეთ ყველა შედეგი 



ფოტო: სპორტის სამინისტრო