უკვე შემდგარი და ჩაშლილი ქართული „ამბები“ „ხეტაფესთან“
უკვე შემდგარი და ჩაშლილი ქართული „ამბები“ „ხეტაფესთან“
05.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

4 აგვისტოს, „ხეტაფემ" ოფიციალურად წარადგინა საბა საზონოვო. ქართველო მცველი ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2027 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ საბას, გასულ სეზონებში მხოლოდ ორი წუთი სათამაშო დრო ჰქონდა და ფეხბურთელსაც ესმის, რომ ცოტა ითამაშა, განაცხადა, რომ ეს მის დღევანდელობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ახალ გუნდთან ერთად, ბოლომდე დაიხარჯება.


„გასახდელში თავს, როგორც ოჯახში ისე ვგრძნობ. შესანიშნავი ატმოსფეროა. ველაპარაკე ხოსე ბორდალასს და ვუთხარი, რომ ბოლომდე დავიხარჯები. გუნდთან ადაპტაციაში და ახალ გარემოსთან შეგუებაში ძალიან დამეხმარა", ესპანურ გამოცემა „მარკას" თუ დავეყრდნობით, საბამ, გასულ სეზონში ჩაშლილი კონტრაქტიც გაიხსენა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ გარემოების დავიწყება უნდა და 2026-2027 წლეის სეზონში, მაშინ, როცა გუნდს ლა ლიგისა და სათასო დაპირისპირებების გარდა, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფშიც მოუწევს ასპარეზობა. ასე, რომ საბა მზადაა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე კლუბში დაინტერესებული იყვნენ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით, გიორგი ქოჩორაშვილით, თუმცა, ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ „ხეტაფესა"და „სპორტინგს" შორის ქართველთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, მიზეზი სატრანსფერო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტია - ე.წ. გამოსასყიდი ვალდებულება. „ხეტაფეს" ფეხბურთელის აყვანა მხოლოდ ნებაყოფლობითი გამოსყიდვის უფლებით სურდა. ლისაბონის „სპორტინგი" კი, კატეგორიულად ითხოვდა, სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტს სეზონის ბოლოს, რაზეც ხეტაფელები ვერ წავიდნენ. ამასობაში, „საქმეში" სხვა ესპანური კლუბი, „სევილია" ჩაერია და როგორც ადგილობრივი, მათ შორის ანდალუსიური და პორტუგალიური მედიაც იუწყება, უახლოეს დღეებში „ქოჩორას" ანდალუსიურ კლუბში უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ გასული 2025-2026 წლების სეზონი „სევილიამ" მე-13 ადგილით დაასრულა და შესაბამისად, ევროტურნირებს მიღმა დარჩა.