როდესაც ფრე მისაღები შედეგია - „იბერია 1999“ საპასუხო მატჩის წინ, კოზირით ბრუნდება
როდესაც ფრე მისაღები შედეგია - „იბერია 1999“ საპასუხო მატჩის წინ, კოზირით ბრუნდება
05.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ლარნეში, Inver Park-ზე, რომლიც მხოლოდ 3000 გულშემატკივარს იტევს, მასპინძელი ჩრდ. ირლანდიური კლუბი „ლარნე" ყველა დაშვებული და არაკოლეგიალური ხერხით შეეცადა თბილისურ „იბერიას 1999"-თან მატჩის სადავეები აეღო ხელში, ფრედ, 0-0 დასრულდა. შესაბამისად, წყვილში გამარჯვებულის ბედიც ერთ კვირაში, თბილისში გაირკვევა, სადაც ჩრდ, ირლანდიურ ამინდს თბილისური სიცხე ჩაანაცვლებს, ხელოვნურ საფარიან მოედანს, გასისინებული მიხეილ მესხის სათამაშო მინდორი და 3000-იან ტრიბუნას, 27000 იანი, რომელიც იმედი გვაქვს სრულად თუ არა, „თითქმის" სავსე მაინც იქნება.


„გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ერთადერთი, რაც გვაკლდა - გატანილი გოლი. ჩვენ მოვახერხეთ „იბერიას" საკუთარ საჯარიმოში გამოკეტვა, თუმცა ამ ვითარების რეალიზაცია ვერ შევძელით... თბილისში, სიცხისა და რთული გარემოს მიუხედავად, ბრძოლას ვაპირებთ. ამის გარანტიას დღევანდელი შედეგი გვიმყარებს", - ამბობს გარი ჰავერონმა BBC Sport-თან საუბარში 


ჩვენი გვერდი იუწყებოდა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რაც „იბერია 1999"-ის ჩრდ. ირლანდიაში გამგზავრებას უძღვოდა წინ, ქართულა კლუბის ფეხბურთელებმა „ჯორჯიან აირვეისის" ბიზნეს-ჯეტით ალბათ, ყველაზე კომფორტულად იმგზავრა, რაც კი, ქართულ კლუბებს აქამდე უმგზავრიათ. ბელფასტის აეროპორტშიც უპრობლემოდ გაიარეს პასპორტ-კონტროლი და სასტუმროში დაბინავდნენ. ასე რომ, ძალების აღსადგენად ფეხბურთელებს საკმარისი დრო ჰქონდათ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, როგორც იგეგმებოდა ბელფასტში კვირას ჩასულიყვნენ, თუმცა, ყველაფერი უკვე მომხდარია და მსგავსი დეტალები, მომავალში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.


მანამდე კი, იმის თქმა მინდა, რომ ხსენებულ „პრობლემა" დიდად გადამწყვეტი ფაქტორი ამ შეხვედრაში არ ყოფილა. უბრალოდ, „იბერია 1999"-ს ის პატარ-პატარა პრობლემები, რომელსაც ყბადაღებული საფარის პრობლემა დაემატა, უეფა-ს ევროტურნირების მიმდინარე სეზონის სხვა თამაშებზეც ახასიათებდა და შესაბამისად ანდრი დემჩენკოს ამის გამოსწორება მოუწევს.


„ჩრდ. ირლანდიაში გამომგზავრებამდე, გუნდს სავიზო პრობლემები ჰქონდა და ამას გარდა, ორ ჯგუფად ვიმგზავრეთ. ფეხბურთელების ნაწილი თამაშის დღეს ჩამოფრინდა, რამაც გუნდს ფიზიკური ტონუსი დაუკარგა. მიუხედავად ამისა, დღეს ნაჩვენები შედეგი 0-0 შესაძლოა დადებითად შეფასდეს და მადლობა, ბიჭებს, რომლებმაც ხასიათი გამოავლინეს. თბილისში დაბრუნებული გუნდი მოახერხებს სრულფასოვან დასვენებას და აღდგენას, რაც საპასუხო თამაშში დაგვეხმარება. თბილისში გულშემატკივარი სრულიად განსხვავებულ და ბევრად უფრო შემდეგ გუნდს იხილავს", - ამბობს ანდრი დემჩენკო თამაშის დასრულების შემდეგ.


უეფა-ს ევროპა ლიგის „ლარნე"-„იბერია 1999"-ის სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, დღევანდელ შეხვედრაში ქართველების ანგარიშზე კარის მიმართულებით, მხოლოდ 4 დარტყმა არის დაფიქსირებული, აქედან 3-ჯერ კარის ჩარჩოს მიმართულებით, რის საპირისპიროდაც ჩრდ. ირლანდიელების მაჩვენებელია 11/4  (იხილეთ თამაშის ტექსტური ოქმი).  


ახლა, იმედია გუნდი, სამშობლოში „არგოთი" არ დაბრუნდება, სადაც ფიზიკური დატვირთვისთვის ნიჩაბს, თავად ფეხბურთელები მოუსვამენ.