დაახლოებით ორ საათში „იბერია 1999“ ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას
დაახლოებით ორ საათში „იბერია 1999“ ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას
04.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ბელფასტში თამაში დაიწყება, დავუბრუნდეთ ყბადაღებულ თემას და ჩრდ. ირლანდიური მედიის მიერ გაჟღერებულ ვერსიებსაც, სადაც ორივე გუნდის მოქმედებებია განხილული. და ვიდრე, „იბერია 1999" სათამაშოდ, მასპინძელ სტადიონზე მიემართება, რადგან თბილისის დროით უკვე 10 საათია დაწყებული, გუნდი კი, მინიმუმ საათნახევრით ადრე უნდა იყოს სტადიონზე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რის გადატანა მოუხდათ ფეხბურთელებს.


მოგეხსენებათ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია 1999", ჩრდ. ირლანდიურ „ლარნეს" წინააღმდეგ, დღეს, თბილისის დროით 23:00 ითამაშებს. თუმცა, გუნდის ფეხბურთელებით საგანგებოდ დაბინავებული „ჯორჯიან აირვეისი" კუთვნილი ბიზნეს-ჯერი, ბელფასტის აეროპორტში თბილისის დროით დღეს, 4 აგვისტოს დილის 06:01 საათზე (03:01) მშვიდობიანად დაეშვა. ჩვენმა გვერდმა, ონლაინ პლატფორმაზე მოახერხა მთელი ფრენისთვის თვალის მიდევნება და ბელფასტის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომიდან 10 წუთში, ფეხბურთელებთანაც მოახერხა კონტაქტის დამყარება - გუნდმა ძალიან კონფორტულად იმგზავრა და აეროპორტშიც პასპორტ-კონტროლი უპრობლემოდ გაიარა. გაემგზავრა სასტუმროში სადაც იმედია დასვენებაც მოახერხა. მატჩის დრის პროტოკოლიდან გამომდინარე, ამის შემდეგ, ჩვენ, გუნდის წევრებთან დაკავშირება უბრალოდ, აღარ გვიცდია.


გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია და ჩვენც ვიტყობინებოდით, რომ ქართული დელეგაციის მეორე ნაწილი, დღეს ოდნავ მოგვიანებით რეგულარული რეისით გადაფრინდებოდა და ჩვენი ინფორმაციით, უკვე შეუერთდა გუნდს.


დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, „ლარნემ", ქართულ გუნდს უარი უთხრა თამაშის ერთი დღით გადადებაზე. შესაბამისად, საინტერესო იყო რას წერდა მიმდინარე მოვლენებზე ჩვენი გუნდის მასპინძელი ქვეყნის მედია. ყველაზე საინტერესო კი, ისაა რომ ჩვენც და ბელფასტის წამყვანი გამოცემები Belfast Telegraph-ი და BBC Sport NI-ი, მომხდარს ფრენის დოკუმენტაციის პრობლემითა და შუამავალი კომპანიის შეუსრულებელი ვალდებულებებით ვხსნით. ყოველ შემთხვევაში მედიის ის ნაწილი, რომლებმაც უბრალოდ ამბის გარკვევა და „ჩაკირკიტება" გადავწყვიტეთ და არა, ყურმოკრულის ქოფი-ფეისთით გადატანა.


Belfast Telegraph-ის მიხედევით, „იბერია 1999"-ის ჩარტერს ბელფასტის საერთაშორისო აეროპორტში ჯერ კიდევ კვირას, 2 აგვისტოს ელოდნენ. თუმცა, თვითმფრინავს, მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო (რეალურად ეს არის ნებართვა, რომელიც Jordan Airlines-ს დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში არ ჰქონდა, იხილეთ სტატია), ხსენებულ აეროპორტში დაფრენის ნებართვა არ მისცეს.


ირლანდიური მედია მატჩის გადადებასთან დაკავშირებით მასპინძელი კლუბის, „ლარნეს" პოზიციასაც წერს და ამბობს, რომ ჩრდილოირლანდიური მხარე დაჟინებით მოითხოვდა მატჩის თავდაპირველ გრაფიკში დატოვებას. ანუ მატჩი უნდა გამართული 4 აგვისტოს, ადგილიბრივი დროით 20:00 საათზე (23:00 თბილისის დროით).  მუდმივ კონტაქტზე იყვნენ კლუბის წარმომადგენლები უეფა-სთანაც, თუმცა ბოლო მომენტამდე გადადების ოფიციალური მოთხოვნა არ ჰქონიათ მიღებული, რადგან „იბერია" ალტერნატიულ გზებს ეძებდა.


„იბერია" ალტერნატიულ გზებს ეძებდა - ამ მცირე თუმცა, მნიშვნელოვან დეტალზე მინდა ოდნავ ყურადღების გამახვილება. ახლა, როდესაც მატჩის თარიღმა არ გადაიწია და საქართველოში ამის თაობაზე მედიამ მხოლოდ, მას შემდეგ გაიგო რაც გუნდი მატჩის წინა დრით გათვალისწინებული ვარჯიშის მაგივრად, კვლავ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იჯდა, ალბათ, მარტივია, რაღაც რაღაცეები სხვას, ამ შემთხვევაში „ლარნეს" დაბრალდეს და საპასუხო მატჩის წინ, ამან ადგილობრივი, უკვე ქართველი ქომაგი „ააგდოს" და სტადიონზე მოსვლა აიძულოს. თუ ეს გათვლაა, რატომაც არა!


თუმცა, გუნდი „იბერია" ალტერნატიულ გზებს ეძებდა - ბელფასტის მედია იტყობინებოდა, რომ ქართულმა მხარემ გამოსავალი დაყოფაში და ბელფასტში ნაწილ-ნაწილ ჩამოსვლაში იპოვა და აქედან გამომდინარე, თამაში დათქმულ ვადებში ჩატარდებოდა.


ანუ, თამაშის გადაგება იყო სათადარიგო ვარიანტი!


გამომდინარე იქიდან რომ გუნდის ერთი ნაწილი „ჯორჯიან აირვეისის" კუთვნილი ბიზნეს-ჯეტით, მშვიდობიანად ჩაფრინდა ბელფასტში და ბორტზე მყოფ გუნდის წევრებსაც არ ჰქონიათ სავიზო პრობლემა, თუ ვიზების თემას განვიხილავთ, აქ არის კიდევ ერთი ვარიანტი - ვიზები გვიანდებოდა გარკვეული პერსონებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ ჩარტერით უნდა წასულიყვნენ, რადგან ვიზების დაჩქარებული რეჟიმის მიუხედავადაც კი, შაბათი-კვირა დაემთხვა და ორშაბათამდე ამ ვიზების აღება გამორიცხული იყო. შესაბამისად, ეს პერსონები მეორე რეისზე მოხვდნენ.


თუმცა, ვიზების ამბავიც რომ გვერდით გადავდოთ, ბოლოს და ბოლოს, „უვიზო" ხალხს, საერთოდ ამოვაგდებით ჩარტერიდან და გუნდი, თამაშამდე ორი დღის ადრე ჩაფრინდებოდა ბელფასტში, გაივლიდა აკლიმატიზაციას, ივარჯიშებდა და ა.შ. Jordan Airways-ის ბორტს, ბრიტანეთის სივრციდან ყველა ვარიანტში უკან მოაბრუნებდნენ. შესაბამისად, „იბერია 1999"-ის მენეჯმენტს თავის მართლება, მხოლოდ იმ კონტექსტში სჭირდება, რომ შეეძლო, ჩაკირკიტებოდნენ შუამავალ ფრანგულ კომპანიას, გაეგოთ რომელ ბორტს ქირაობდა აღნიშნული კომპანია და გაერკვიათ, თუნდაც მათი მოვალეობა ეს არ ყოფილიყო, რადგან რეისის ჩაშლა ტექნიკურ და ლოჯისტიკურ ფორსმაჟორს უკავშირდება, რასაც ორივე ქვეყნის მედია ერთხმად ადასტურებს.