
პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მხატვრულ ცურვაში დღეს მედლები სოლო, თავისუფალ პროგრამაში გათამაშდა. შეგახსენებთ, რომ ამ დისციპლინაში ქართული გუნდიდან მარია ალავიძე ასპარეზობდა, რომელმაც, საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-7 შედეგი დააფიქსირა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. დღეს კი, ქართველმა „სინქრონისტმა" 263.4851 (28.9036) ქულა დაიმსახურა და საბოლოოდ, მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა (იხილეთ ბმული), თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო შეჯიბრებზე, ალავიძე სტაბილურად ათეულშია და ეს ამ სპორტსმენის პროგრესულობასა და პერსპექტივაზე მიუთითებს.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 4 აგვისტოს ალავიძე ძალებს სოლო ტექნიკურ პროგრამაში სცდის. განსხვავებით სოლო პროგრამიდან, სოლო ტექნიკურში მედლები ხვალვე გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ მარია ალავიძემ, მეწყვილე ნიტა ნათობიძესთან ერთად, დუეტებში ტექნიკურ პროგრამაში მე-11, ხოლო თავისუფალში მე-12 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა. შეჯიბრში კი, საერთო ჯამში მედლებისთვის 22 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან.





ჩვენ








