ხანგრძლივი „არდადეგების“ შემდეგ, ქალთა ლიგა 29 აგვისტოს განახლდება
ხანგრძლივი „არდადეგების“ შემდეგ, ქალთა ლიგა 29 აგვისტოს განახლდება
03.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა საფეხბურთო სეზონი ხანგრძლივი ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ქალთა ლიგის გათამაშება მეორე ეტაპით გაგრძელდება, რომელშიც 2026 წლის სეზონში მონაწილე 10 გუნდი ორ ზედა და ქვედა ჯგუფად არის დაყოფილი. ორივე ჯგუფში გუნდებს პირველი ეტაპიდან გადმოჰყვათ ყველა ქულა და სხვა მაჩვენებელი, რომლებიც მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე აქვთ დაგროვებული.


ქალთა ლიგის პირველი ეტაპის, ე.წ. რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი იხილეთ ბმულზე.


ზედა ჯგუფში, ჩემპიონატის დებულების მიხედვით, პირველ ეტაპზე მონაწილე ათ გუნდს შორის, საუკეთესო შედეგის მქონე და სატურნირო ცხრილში I-IV ადგილზე გასული გუნდები მოხვდნენ. 2026 წლის სეზონში ასეთი გუნდები არიან „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „ბათუმი" და „კვარტალი". გათამაშების ამ ეტაპზე, გუნდები ერთმანეთს ოთხ წრედ დაუპირისპირდებიან და პირველ შეხვედრებს 29 აგვისტოს, ხოლო ბოლო, მე-12 ტურს 12 დეკემბერს ითამაშებენ.


ზედა ჯგუფის სათამაშო კალენდარი იხილეთ ბმულზე.


აქვე გეტყვით, რომ ზედა ჯგუფის გამარჯვებული, რომელიც გახდება ქვეყნის ჩემპიონი, 2027-2028 წლების სეზონში უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას.


ქვედა ჯგუფში დებულების შესაბამისად V-X ადგილზე მყოფი გუნდები „მართვე", „ვერე", „თეთრიწყარო", „დინამო სოხუმი", „ელიტა" და „რაჭა 2020" მოხვდნენ. ამ ჯგუფში გათამაშება ორ წრედ ჩატარდება. 2027 წლის სეზონში, ქვედა ჯგუფიდან ასპარეზობას I, II და III ადგილზე გასული გუნდები შეინარჩუნებენ ასპარეზობის უფლებას. IV-VI გასული გუნდები კი, ქალთა ლიგა 2-ში გადაინაცვლებენ, რადგან 2027 წელს ქალთა ლიგაში მხოლოდ 8 გუნდი იასპარეზებს. აქვე, გეტყვით, რომ ძლიერთა ლიგაში 2027 წელს, ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული დაიკავებს.


ქვედა ჯგუფის სათამაშო კალენდარი იხილეთ ბმულზე.


აქვე გეტყვით, რომ ქვედა ჯგუფის თამაშები, ზედას მსგავსად 29 აგვისტოდან დაიწყება და 28 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.


და  ბოლოს, ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება, რომელიც ერთ ეტაპად ტარდება და ამ დროისთვის იქაც შესვენებაა გამოცხადებული მიმდინარე წლის სექტემბრიდან განახლდება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. გათამაშების კალენდარი ოდნავ მოგვიანებით დაიდება. მანამდე კი, 29 აგვისტოს ქალთა ლიგა 2-ის მე-14 ტური ორი გადადებული მატჩი გაიმართება. ამ მომენტისთვის ქალთა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს 42 ქულით „ნორჩები"  ლიდერობენ.

იხილეთ ქალთა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი ბმულზე.


ფოტო: „ნიკე-ლუსო"