
ბროუდ-პიკზე, ზვავში მოყოლილი 10 მთამსვლელიდან ცხრის გვამი მაშველებმა უკვე იპოვეს და ეტაპობრივად მათ ცხედრებს ჩამოასვენებენ. თუმცა, ერთ-ერთი მთამსვლელის, პაკისტანელი სოჰაილ საქის ცხედარს, სამაშველო ჯგუფებმა ჯერ ვერ მიაგნეს და ის, ამ მომენტამდე დაკარგულად ითვლება.
პირველადი ინფორმაციის ზვავის სიმძლავრიდან და ხარისხიდან გამომდინარე, სოჰაილის გადარჩენის შანსი ისედაც გამორიცხული იყო და ახლა ლოგიკურად არ არსებობს - სიმაღლე, სიცივე, ტრავმის ხარისხი.
ამასობაში საქის სახლში, ალიაბადში, ალპინისტის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და თანამოქალაქენი დაღუპული მთამსვლელის სულის მოსახსენებლად Fateha-ზე იკრიბებიან და ყველას მისი სულისთვის სთხოვენ ილოცონ.
სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ბროუდ პიკზე (8051 მ) ურთულეს პირობებში მიმდინარეობს რაც ექსტრემალურად რთულ ამინდში, ფხვიერი თოვლისა და ზვავის რისკების პირობებში.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს, თითქმის მწვერვალის ძირიდან მოწყვეტილ ზვავში 10 ალპინისტი მოყვა. მათ შორის: ექვსი ნეპალელი ალპინისტი და გიდი - ექსპედიციის ლიდერს ნიმსდაის (ნირმალ პურჯა), გიდი - პურ ბაჰადურ გურუნგი, კილი პემბა შერპას, ნიმა შერპას, ნავანგ თინდუ შერპას, გიალუ შერპას, ასევე, ოთხი უცხოელი მთამსვლელი - ნადჰირა ალ-ჰარტი/ ნასირა (ომანი), მელორი გეისი (აშშ)სოჰაილ საქრი (პაკისტანი) და ვანგ ჯონგი (ჩინეთი).






ჩვენ








