
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის შვილი 1/4 ფინალისტი ცნობილია. მერვე მონაწილე კი, 3 სექტემბერს, მას შემდეგ გაირკვევა რაც, „სამტრედია" და „იბერია 1999" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მოგეხსენებათ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისური კლუბი, უეფა-ს ევროპა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს, საქართველოს თასის თამაში გუნდს გადაუვადეს. მანამდე კი, დღეს, 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა.
ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „გურიამ" „არაგვს" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლის წყალობით 1-2 დამარცხდა. ანგარიში 32-ე წუთზე მასპინძლებმა ლუკა ქოქოსაძის გოლით გახსნეს. შეხვედრის მიწურულს, 75-ე წუთზე დენის ამოაკოს გოლით ანგარიში გათანაბრდა. მატჩისთვის კომპენსირებულ დროში კი, თორნიკე ბზეკალავამ გაიტანა და „არაგვი" გათამაშების მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, „გარეჯისა" და „გაგრას" დაპირისპირებაში ანგარიში მე-19 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, მალევე ალექსანდრე ფეიქრიშვილის გოლით, „გაგრამ" ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი კი, ვიკტორ ბლიზნიჩენკოსა (32') და ანდრი ანდრეიჩუკის (34') გოლებით 1-3 მოიგო. მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე ფეიქრიშვილმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1-4. „გაგრა" გათამაშების მომდევნო ეტაპზეა.
ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ადგილობრივი „დინამოსა" და „თელავის" ორთაბრძოლის ბედი, პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილმა ერთადერმა გოლმა გაიტანა. ამ შეხვედრაში ანგარიში დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა. ზოგადად, შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, დღეს, თელაველებს, აშკარად ხან ძელი და ხან ხარიხა მიეხმარა. „დინამო" გათამაშების მომდევნო ეტაპზე.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორელთა დერბი, „გორსა" და „დილას" შორის, ეროვნული ლიგის ბინადარი გორული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, 75 წუთისთვისაც კი, ტაბლოზე მშრალი ფრე იყო დაფიქსირებული. თუმცა, ამ მომენტიდან გამოცდილების ხარჯზე, „დილამ" ორი გოლი გაიტანა. ჯერ, 76-ე წუთზე მუჰამედ დიუფმა გაიტანა. 81-ე წუთზე კი, ლაშა მენთეშაშვილმა მეორედ აიღო მეტოქის კარი და ამ წყვილში საბოლოო შედეგი, 0-2 დააფიქსირა.
საქართველოს თასის მომდევნო 1/4 ფინალური ეტაპი 26 აგვისტოს არის დაგეგმილი. ამ დღეს, „გაგრა" - „არაგვს" (20:00), „ტორპედო" - „დინამო ბათუმს" (20:00), „დილა" - „სამგურალს" (20:00) დაუპირისპირდება. რაც შეეხება მეოთხე წყვილს, „რუსთავი", „სამტრედია" - „იბერია 1999" წყვილში გამარჯვებულს ელოდება.





ჩვენ








