
1 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში საბოლოოდ გამოცხადდა, რომ 30 ივლისს ბროუდ -პიკზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგულ ათივე ალპინისტს მიაგნეს. პაკისტანის ოფიციალური პირებისა და სამაშველო ჯგუფებმა, რომლებმაც სამძებრო სამუშაოების დროს ზვავში მოყოლილთა სანახავად დრონები გამოიყენეს, ექპედიციის ყველა წევრის ადგილსამყოფელი დაადგინეს (იხილეთ ამბავი ბმულში).
ბროუდ-პიკზე (8051მ) 30 ივლისს, თითქმის მწვერვალის ძირიდან მოწყვეტილი ზვავში ათკაციანი ექსპედიცია მოხვდა, რომელსაც სათავეში, მართალია რისკის მოყვარული, მაგრამ ერთ-ერთი გამოცდილი მესიმაღლე ნირმალ პურჯა, იგივე ნიმსდაი ედგა და მის „თრექერს", მისივე დაფუძნებული კომპანიის Elite Exped-ის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. სწორედ, ამ „კონტროლის" საშუალებით და სიგნალის ბოლო ადგილმდებარეობით მოხერხდა ცხედრებისთვის დროულად მიგნება, თუმცა, ზვავის მასშტაბებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, რომელიმე მთამსვლელის ცოცხლად გადარჩენის ყველანაირი თეორიული შანსი გამორიცხეს. ამის შესახებ განცხადება გააკეთეს პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამაშველო ჯგუფებმა და თავად ნიმსდაის მიერ დაფუძნებული და ჩვენს მიერ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლებმა.
მთამსვლელთა დაღუპვის ოფიციალურ განცხადებამდე, განსაკუთრებით ნეპალში, თუმცა, მეც კი, აქ თბილისში, აი, იმ იმედს ვეჭიდებოდი კიდევ ერთხელ, რომ იქნებ ცოცხალია, აი, ერთი თვის წინ, ევერესტზე დაკარგული ტურისტი ხომ 6 დღის მერე იპოვეს და ჩამოიყვანეს ცოცხალი. აი, მესნერიც კი, რამდენჯერ ყოფილა დაკარგული... ჩვენებიც, მთაში, განსაკუთრებით ჰიმალაებში, რომ ყოფილან, რამდენჯერ არ გამოსულან კავშირზე და არ ვიცოდით სად იყვნენ და როგორც, მაგრამ ამ იმედების ფონზე, უტყუარი მტკიცებულება „თრექერი" იყო, რომელიც ამბობდა, რომ დილის 9:38 საათზე (ადგილობრივი დროით) ნიმსდაის „თრექერმა" 6659 მეტრი დააფიქსირა, რაც მეორე ბანაკისა და მესამეს შორის მანძილია. აი, ამის შემდეგ, სულ რაღაც 40 წუთში მთამსვლელის მოწყობილობამ 5891 მეტრი აჩვენა - ეს კი დაახლოებით ის ადგილია, სადაც ზვავშვი მოყოლილი ექსპედიციის სამი წევრის ცხედარი იპოვეს.
ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიმსდაიმ, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო სოციალურ ქსელებში და ბევრ საინტერესო ამბავსაც მისგან ვიგებდით, ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც ახლა, რომ ვუკვირდები, უფრო გამოსამშვიდობებელ წერილს ჰგავს:
„მისია იცვლება, კომპასი რჩება
ეს არასდროს გეგმა არ ყოფილა. რეალურად, გეგმაში G2-ზე ასვლა იყო. თუმცა, ვიდრე პაკისტანზე შევჩერდებოდი ჩემს 8000-იან მწვერვალებს გადავხედე. აი როდის „დამარტყა" თავში: თუ მე ავალ ბროუდ-პიკზე სანამ აქ ვარ, მაშინ დამრჩება, მხოლოდ ჩო ოიუ. ამის შემდეგ გავხდები პირველი ისტორიაში, რომელმაც 14-ვე რვაათასიანი რვაჯერ დალაშქრა. ჟანგბადის გარეშე.
ეს არ იყო დაგეგმილი. „პეთ-თრიქის" პროექტზე მქონდა ყურადღება გადატანილი, რადგან ის უდიდეს მისიას ემსახურებოდა, მაგრამ შანსები არ ყვირიან, ისინი ყურში ჩასჩურჩულებენ მათ, ვინც სიჩუმეში მუშაობს.
აი, საიდუმლო, რომელსაც მე ყველა ექსპედიციის დროს ვინახავ: არასდროს არავის ვეჯიბრები. ერთადერთი ჩემო ბრძოლა არის იმ კაცთან, რომელიც გუშინ ვიყავი. ყოველი ცალკეული დღე, მიბიძგებს საკუთრ შესაძლებლობებს ვაჯობო. რადგან, როდესაც უკან იხედები და ხედავ სხვები რას აკეთებენ, ლაპარაკობენ, მიღწევას ცდილობენ, შენ საკუთარი გზიდან გიწევს გადახვევა. შენი კურსი არის შენი, მას თავგამოდებით გაუფრთხილდით.
გამაკრიტიკეს, როდესაც პროგრამის ფარგლებში „შესაძლებელი", 14 მწვერვალი (8000-იან მწვერვალებზე ლაპარაკობს - სარედაქციო) ჟანგბადის გარეშე დავლაშქრე. თუ არ იცით რაზე ვლაპარაკობ, ნეთფლიქზე „14 მწვერვალს" უყურეთ. ეს ფილმი არის გაუფილტრავი სიმართლე. იქ ვიყავი სხვა ექსპედიციების მრავალი სამაშველო ოპერაციის დროს, რომლებიც სხვა ექსპედიციებმა მიატოვეს. თავად ვაგროვებდი თანხებს, ვხელმძღვანელობდი ასვლებს , თავად ვგეგმავდი საკუთარს, ჩინეთში შიშაპანგმაზე ასასვლელ პერმიტის მისაღებად ვმუშაობდი., დავესწარი დედას ოპერაციას საავადმყოფოში და კიდევ უფრო ბევრი რამ იყო. და ახლა? ახლა ვხელმძღვანელობ ორ ასვლას ჟანგბადის გარეშე. ხმაური არასდროს გაჩერდება. მე უბრალოდ შევწყვიტე სმენა.
მათთვის ვინც კიდევ ეჭვობს: პაკისტანში, 26 დღეში, უკვე ავედი ხუთ 8000-იანზე. ვიყავი ლიდერი, გიდის, ჟანგბადის გარეშე. მოვხსენი მათი რეკორდები, ვინც მოხსნა ჩემი, რომლებიც „ჟანგბადით" გავაკეთე. ფაქტები სახეზეა.
ბროუდ-პიკი, მინდა მხოლოდ, რომ მშვიდობით ავიდე და დავეშვა. არც ერთ მთას არ მივიჩნევ შესაბამისად. არც ერთს. იმ მომენტიდან როდესაც ჩემი ფეხი ტოვებს საბაზო ბანაკს, 100%-ით მზად ვარ. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ.
ეს სტატუსი ეძღვნება ყველას ვინც მე აქ მოსვლამდე დამეხმარა. მხარდამჭერებს, კრიტიკოსებს, ყველას. ამ ორივე მხარის გარეშე, არ არის „ცეცხლი" ამიტომ ყველას გულითად მადლობას გიხდით.
ჩემი მიზანი არასდროს მხოლოდ საკუთარ თავს არ ეხებოდა. ეს იყო ის რაც ვიყავი. ეს იყო მცდელობა მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ყველა თქვენი „მთა", როგორიც არ უნდა იყოს ის, დაძლევადია,"- წერს ნიმსდაი, „მთასთან საბრძოლველად" გასვლამდე, თავის ფეისბუქ-სტატუსში გვერდზე, რომლის გამომწერიც წლების მანძილზე ვიყავი.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალებით, ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უწყვე რეჟიმში მუშაობენ მაშველები, მათ შორის, მეზობელი მწვერვალიდან, K2-დან სამაშველო ოპერაციაში ჩართული სხვადასხვა ექსპედიციის მთამსვლელები, ჰაერშია ვერტმფრენები და დრონები, რთული რელიეფისა და მაღალი რისკების გამო, სამაშველო ოპერაცია ურთულეს პირობებში მიმდინარეობს. ალბათ, ეს ნიმსდაიზე ნეთფლიქსის მორიგი ფილმის სცენარის საფუძველიც შესაძლოა გახდეს.
და ვიდრე ბოლო ცხედარს არ ამოიყვანენ და ჩამოსასვენებლად არ გაამზადებენ, ალბათ, ეს საკუთარ თავთან ბრძოლასაც ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ალპინისტების დაღუპულად გამოცხადება უტყუარ ფაქტებს უკავშირდება - ზვავის სიმძლავრეს, 5500 მერტს ზევით ე.წ „სიკვდილის ზონასთან" სიახლოვეს, რელიეფს, ყინვასა და ადგილებს, სადაც დრონებით ალპინისტებს მიაგნეს, რომლებსაც საჰაერო გადაღებების დროს სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდათ, მაინც სადღაც, სულის სიღრმეში იმედი, რომ „იქნებ" ცოცხლობს.
ამასობაში კი, ათი დაღუპული მთამსვლელის (ექვსი ნეპალელი ალპინისტი და გიდი - ექსპედიციის ლიდერს ნიმსდაის (ნირმალ პურჯა), გიდი - პურ ბაჰადურ გურუნგი, კილი პემბა შერპას, ნიმა შერპას, ნავანგ თინდუ შერპას, გიალუ შერპას, ასევე, ოთხი უცხოელი მთამსვლელი - ნადჰირა ალ-ჰარტი/ ნასირა (ომანი), მელორი გეისი (აშშ)სოჰაილ საქრი (პაკისტანი) და ვანგ ჯონგი (ჩინეთი)) ფოტოები და სამძიმარი, ყველა საერთაშორისო და მათ შორის ალპინისტურ გვერდებზე თუ, ცალკეულ მთამსვლელთა პირად სოციალურ გვერდებზე ვრცელდება.





ჩვენ








