ქართველი მხატვრული მოცურავეები ევროპის ჩემპიონატზე აგრძელებ ასპარეზობას
ქართველი მხატვრული მოცურავეები ევროპის ჩემპიონატზე აგრძელებ ასპარეზობას
01.08.2026
ავტორი: TSFF.Ge

პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს მეორე საასპარეზო დღე იყო. ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა ორ დისციპლინაში იასპარეზეს.


თავდაპირველად, ქალთა შორის სოლო თავისუფალ პროგრამაში მარი ალავიძემ იასპარეზა 254.8225 (32.5774) ქულით მე-7 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალი 3 აგვისტოს, პარიზის დროით, დილის 9 საათზე არის ჩანიშნული.


დღესვე, მოგვიანებით მარი ალავიძემ, ნიტა ნათობაძესთან ერთად დუტებში, თავისუფალი პროგრამის ფინალში იასპარეზეს, თუმცა, საკვალიფიკაციო გამოსვლასთან შედარებით, დღეს, ბევრად დაბალი შეფასება 227.4412 (    88.8903) დაიმსახურეს და საბოლოოდ, მე-12 ადგილით (იხილეთ საბოლოო ოქმი) დაასრულეს ასპარეზობა.


შეგახსენებთ, რომ სოლო თავისუფალ პროგრამაში ფინალის გარდა, მარია ალავიძეს, 4 აგვისტოს სოლო ტექნიკურ დისციპლინაშიც მოუწევს ასპარეზობა.