საქართველოს თასის სამი მეოთხედფინალისტი ცნობილია
საქართველოს თასის სამი მეოთხედფინალისტი ცნობილია
02.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს და ხვალ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალები იმართება. ორივე სათამაშო დღეს, ოთხ-ოთხი მატჩი იყო დაგეგმილი, თუმცა, დღეს მხოლოდ სამი ჩატარდა.


ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა" და ზუგდიდის „ოდიში 1919"-ის შეხვედრა მასპინძლებისთვის მოულოდნელად დაიწყო. ანგარიში, სწრაფი გოლით კახა კაჭარავას შეგირდებმა გახსნეს, მე-2 წუთზე ოთარ კვერნაძემ გაიტანა. თუმცა, პირველივე ტაიმში მასპინძლებმა ჯერ გაათანაბრეს კომენ ადნრიჩის გოლით 21-ე წუთზე, ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ვირჟილ პენსონის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. მეორე ტაიმის სტარტზევე ანდრიჩმა დუბლი გაიფორმა. მე-60 წუთზე კი, ლუკა კუპრავამ საბოლოო ანგარიშ დააფიქსირა. „ტორპედომ" 4-1 მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც 1/4 ფინალში ბათუმის „დინამოსა" და „თელავის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. თამაში ხვალ, აჭარაბეთ არენაზე, 20:00 საათზე დაიწყება.


წყალტუბოში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „სამგურალმა" ტყიბულის „მეშახტე" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. აქ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა. 1/4 ფინალში გამსვლელი გოლი ირაკლი სირაძემ 113-ე წუთზე გაიტანა. „გორისა" და „დილას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. „სამგურალის" მომავალი მეტოქე, ხვალ, 20 საათზე, თენგიზ ბურჯანაძეზე ითამაშებენ.


დღევანდელი დღის მესამე შეხვედრაში ელიგის ორი წარმომადგენელი, „რუსთავი" და „სპაერი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ანგარიში თბილისელებმა მე-6 წუთზე 11-მეტრიანი გახსნეს, გოლი გოგა სამხარაძემ გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ, „სპაერს" ფეხბურთელი გაუძევეს. 34-ე წუთზე კი, კაცნაკლულ მეტოქეს, „რუსთავმა" გაუთანაბრა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. შესაბამისად, ფრედ, 1-1 დასრულებულ შეხვედრაში, გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებით ტაიმები გახდა საჭირო. აქ, იღბალი რუსთაველთა მხარეს იყო, რომლებმაც 102-ე წუთზე სოლომონ კეისის გოლით დაწინაურება მოახერხეს. ამის შემდეგ, მასპინძელთა რიგებიდან ირაკლი იაკობიძე გააძევეს, თუმცა, „სპაერმა" ვეღარ მოახერხა გოლის გატანა, „რუსთავმა" კი, კიდევ ერთი გაიტანა. 114-ე წუთზე კევინ სეიხასიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა. 1/4 ფინალში „რუსთავი", 1/8 ფინალში „სამტრედიასა" და „იბერია 1999"-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


„სამტრედიისა" და „იბერია 1999"-ის შეხვედრა დღეს, უნდა გამართულიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აგრძელებს გამოსვლას, თამაში კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო.


მაშ ასე, ხვალ კიდევ ოთხი 1/8 ფინალია დაგეგმილი:

16:30 „გარეჯი" - „გაგრა"

16:30 „გურია" - „არაგვი"

20:00 „გორი" - „დილა"

20:00 „დინამო ბთ" - „თელავი"