ბროუდ-პიკზე მიმავალი ექსპედიცია ზვავში მოჰყვა, სამი ცხედარი ნაპოვნია
ბროუდ-პიკზე მიმავალი ექსპედიცია ზვავში მოჰყვა, სამი ცხედარი ნაპოვნია
01.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩინეთისა და პაკისტანის საზღვარზე მდებარე, სიმაღლით რიგით მე-12 მწვერვალზე ბროუდ- პიკზე (8051 მ), 30 ივლისს ჩამოწოლილმა ზვავმა, საერთაშორისო ექსპედიციის ათი მთმსვლელი მოიყოლა.


ექსპედიციის 10 დაკარგული მთამსვლელიდან სამის, ომანელი ნასირას (ნადჰირა ალ-ჰარტი), ამერიკელი მელორი გეისისა და ნეპალელი გიდის პურ ბაჰადურ გურუნგის (28 წარმატებული ასვლა 8 ასათიან მწვერვალზე) ცხედრები მაშველებმა უკვე იპოვეს და ამოიცნეს. პაკისტანის ალპური კლუბის ცნობით, ზვავში იპოვეს პაკისტანელი მთამსვლელის სოჰაილი საქრის GPS სათვალთვალო მოწყობილობა (Garmin) და ადამიანის ფეხის მოწყვეტილი ნაწილი, რომელიც ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თავდაპირველად ოთხ ნაპოვნ ცხედარზე გავრცელდა ინფორმაცია.


ექსპედიციაში იყვნენ და ამ დრომდე ეძებენ: ხუთ ნეპალელ ალპინისტსა და გიდს - ექსპედიციის ლიდერს ნიმსდაის (ნირმალ პურჯა),  კილი პემბა შერპას, ნიმა შერპას, ნავანგ თინდუ შერპას, გიალუ შერპას, ასევე, ოთხიდან ორ უცხოელი მთამსვლელი - სოჰაილ საქრის (პაკისტანი) და ვანგ ჯონგს (ჩინეთი).


„ევერესტ ქრონიქალის" ინფორმაციით, ექსპედიციას გამოცდილი ნეპალელი მთავმსვლელი ნირმალ პურჯა, ალპინისტურ წრეებში ნიმსდაის სახელით ცნობილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2019 წელს 14 ე.წ. 8000-იანი მწვერვალი ჰქონდა დალაშქრული ექვს თვიან (6 თვე და 6 დღე) შუალედში. პურჯამ, პირველმა მოახერხა ისეთ მწვერვალებზე 48 საათში ასვლა, როგორიც ევერესტი, ლჰოცზე და მაკალუა. 2021 წელს კი, რვაათასიანებს შორის ტექნიკურად ერთ-ერთ ურთულეს მწვერვალზე K2-ზე 9 ნეპალელ მთამსვლელთან ერთად პირველი ზამთრის ასვლა შეასრულა. 30 ივლისის ავარიამდე, 9 დღით ადრე ნიმსდაიმ პაკისტანში, გაშერბრუმ II-ი ჟანგბადის გარეშე დალაშქრა და პირად ისტორიაში 57-ე წარმატებული ასვლა ჩაიწერა 8000-იან მწვერვალზე. ბროუდ-პიკზე ასვლის შემდეგ, მას რჩებოდა მხოლოდ ჩო ოიუ და მისსავე გამოცხადებულ პროექტს „ჰეთ-თრიქი" წარმატებით დაასრულებდა - აღნიშნულით ნეპალელ მთამსვლელს, ცნობილი პროექტის Seven Summits-ის პროგრამის ფარგლებში, სურდა რვაათასიანებზე სამ-სამჯერ ასულიყო და მიზნისკა ნიმსდაი არც თუ შორს იყო.  


სწორედ, ეს ნიმსდაი ხელმძღვანელობდა ასვლას ბროუდ-პიკზე, როდესაც დაახლოები 8047 მეტრი სიმაღლიდან ზვავი მოწყდა. მანამდე კი, ნიმსდაის „თრექერი" დაახლოებით მეორე ბანაკის მიდამოებში 6659 მეტრზე, ადგილობრივი დროით 9:38 საათზე დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით ამის შემდეგ, „თრექერმა" სიმაღლის მკვეთრი კლება, დაახლოებით 800 მეტრი დააფიქსირა. ბოლო სიგნალი 10:18 საათზე 5891 მეტრი სიმაღლიდან დაფიქსირდა. ეს ყველაფერი კი, ზვავის ჩამოსვლის დროს დაფიქსირდა.


შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართული არიან ვერტმფრენებიც, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები, რომლებიც კონკრეტულ რეგიონში იმყოფებიან. გუშინ საღამოს სხვადსხვა სამთო გვერდები ზვავში მოყოლილი ოთხი მთამსვლელის შესახებ უკვე ავრცელებდა ცნობებს.


აღსანიშნავია, რომ ამ ასვლიდან შემოსული თანხა, დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი ნიმსდაის ფონდში შევიდოდა და ნეპალში, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო პროექტებს მოხმარდებოდა.