თავისუფალ სოლოში ქართული წყვილი ფინალშია, ტექნიკური პროგრამა კი, მე-11 შედეგით დავასრულეთ
თავისუფალ სოლოში ქართული წყვილი ფინალშია, ტექნიკური პროგრამა კი, მე-11 შედეგით დავასრულეთ
31.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საფრანგეთში სტარტი აიღო მხატვრულ ცურვაში ევროპის ჩემპიონატმა, რომელშიც  22 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. მედლების კომპლექტი კი, 11 დისციპლინაში გამოვა. საინტერესოა, რომ ჩემპიონატს პარიზი 1931 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს. ისევე, როგორც პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს, ამჯერადაც ასპარეზობა ექვსი დღის მანძილზე გაიმართება და ევროპის კონტინენტის საუკეთესო წარმომადგენელები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციულად მონაწილეთა შორის ქართული გუნდის წარმომადგენლები მარია ალავიძე და ნიტა ნათობაძეც არიან.


დღეს, ქალთა შორის დუეტებში თავისუფალ პროგრამაში საქართველოს წარმომადგენლებმა 22 მონაწილეს შორის სტარტზე მეორე ნორმად გამოვიდნენ, საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ 249.8442 (66.5408) ნაკრები ქულა დააგროვეს და მე-8 ადგილით ხვალინდელ ფინალში გაინაღდეს ასპარეზობა, რომელიც ხვალ, 1 აგვისტოს, პარიზის დროით 16:50 საათიდან არის ჩანიშნული.


დღესვე, ტექნიკურ დუეტებს შორის მარიამ და ნიტამ 256.9308 (54.5000) ქულით მე-11 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე.


ხვალვე, 1 აგვისტოს პირველი ასპარეზზე მარია ალავიძე გამოვა, რომელიც ქალთა შორის თავისუფალ სოლო პროგრამაში ევროპის 14 წარმომადგენელთა შეეცდება უძლიერესის გარკვევას. ასპარეზობა პარიზის დროით დილის 9 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ დისციპლინაში ფინალი 3 აგვისტოს გაიმართება.


4 აგვისტოს კი, მარია, ქალთა შორის სოლო ტექნიკურ პროგრამაში იასპარეზებს და ამჯერად, ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გამოვა.