
2029 წელს საქართველო და სომხეთი პირველად და ქვეყნების დამოუკიდებლობის პერიოდში ფიფა-ს 20-წლამდეთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ. ორივე მეზობელ ქვეყანაში მასპინძელი სტადიონების მოძიება უკვე დაწყებულია. აი, უშუალოდ ტურნირამდე კი, მათი კეთილმოწყობაც იგეგმება. სხვათა შორის, ამ ჩემპიონატის ფარგლებში ჩაუტარდება დიდი ალბათობით რეაბილიტაცია საქართველოს მთავარ სპორტულ სტადიონს, „დინამო არენას" რომელიც ტევადობით, ორივე ქვეყნის სტადიონებს შორის ყველაზე დიდია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხის ნაწილი, ამ მიმართულებითაც „წამოვა". თუმცა, უფრო მეტი ფინანსური შემოსავალი საქართველოს უეფა-სგან აქვს, რომლის პროექტების საფუძველზეც, ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ტარდება ასაკობრივი, მათ შორის ახალგაზრდული ჩემპიონატები. ზედიზედ მეორედ ითამაშა ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
ყოველივე ამის, ფონზე, საკმაოდ საინტერესო და საყურადღებოა, ბოლო კვირის მანძილზე ფიფა-სა და უეფა-ს შორის დაწყებული დაპირისპირება, სადამდე მივა და საბოლოოდ, სად შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენ, განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთი თუკი ჩვენ, ან ბორტს მიღმა აღმოვჩნდით, ან სულაც „მატარებელზე" დაგვაგვიანდა.
მართლაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც უეფა-ს წევრი, უმძიმესი არჩევანის წინაშე დადგება - ფინანსური "სატყუარა" თუ ერთგულება გამოცდილ პარტნიორთან, მითუმეტეს ახლა, როდესაც ევროპამ საკლუბო თუ არა, ჩვენი სანაკრებო ფეხბურთი მიიღო და როდესაც ამას ვიძახი, მხედველობაში ზოგადი დამოკიდებულება იყო ჩვენს ნაკრებთან, რომელიც ერთა ლიგის პირველ გათამაშებაზე მიღწეული პირველი წარმატების შემდეგ და ბოლოს, ევრო 2024-დან მოყოლებული რადიკალურად დადებითისკენ შეიცვალა.
გამომდინარე იქიდან, რომ ფიფა, თითოეულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, პროექტის მხარდაჭერისთვის 40 მილიონ აშშ დოლარს ჰპირდება. საქართველოს და თუნდაც, სომხეთის ფედერაციებისთვის კოლოსალური თანხაა. თუმცა, უეფა-ს წინააღმდეგ წასვლა, საქართველოს ევროპული საფეხბურთო ოჯახიდან გარიყვის ფასად დაუჯდება.
ოდნავ ზევით საქართველოს ნაკრები ვახსენეთ - სავარაუდოდ, საქართველო, დიდი ალბათობით, უეფა-სადმი სოლიდარული იქნება. ამაზე მეტყველებს უეფა-ს განცხადებაც, სადაც აღნიშნა, რომ მისი წევრი 55 ქვეყანა, ევროპის ფეხბურთის მმართველო ორგანოს აზრზეა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებს უეფა-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირებში (ევროპის ჩემპიონატი, ერთობლივი ტურნირები ამერიკასთან) და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ მოგვეცემა ფინალურ ტურნირზე თამაშის საშუალება, თუმცა, თუ ფიფა-სა უეფა-ს შორის უფსკრული გაჩნდა, კარს მიიხურავს ტრადიციულ „მუნდიალზე" და დაელოდება, უეფა-ს და მისი მომხრე კონფედერაციების ერთობლივ ახალ ტურნირს და ვინ იცის, იქნებ ახალი ათვლა იქიდან დავიწყოთ.
ახლა, მოდით, საკლუბო ფეხბურთს გადავხედოთ, რომელიც რაღა დაგიმალოთ და სადაც ვართ, თუ არა, შედეგებიდან გამომდინარე, ისედაც იზოლაციაში ვართ, ივლისს და ზოგჯერ აგვისტოს თუ არ ჩათვლით და ერთი ორჯერ რომელიმე ევროტურნირის თასის სიმბოლიკას თუ არ დავატანთ, საფეხბურთო აფიშებზე. მოკლედ, თუ საქართველო ფიფა-ს დაუჭერს მხარს, ამას უეფა-ს მხრიდან მომენტალური რეაქცია მოჰყვება. ქართულ კლუბებს აეკრძალებათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ, მათ შორის კომერციული თვალსაზრისითაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის, ასევე უეფა-ს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ტურნირებზე თამაში. მერე რა, რომ განვმეორდები, წლებია, საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვას ვერ ვახერხებთ. მსგავსი იზოლაცია, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს განვითარების შანსს საბოლოოდ წაართმევს.
თუკი, ფიფა-ს ვერსიამ გაიმარჯვა და თუკი, უეფა-ზე გაბრაზებული ევროპული საკლუბო გრანდები თავის ლიგის იდეას სრულყოფაში მოიყვანენ და ამით, ევროპულს ყველაფერს გაემიჯნებიან, ამ კლუბებში კი ჩვენი ლეგიონერები მათ შორის ვარსკვლავებს (მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და სხვები) არ ითამაშებენ და ამ ეტაპზე, ჯერ მათი კლუბებს ამ „ელიტაში" ყოფნა არ სურთ და საქართველომ ფიფა-ს მხარი დაიჭირა, რა ხდება ამ შემთხვევაში? კერძო ინვესტორების შემოსვლით, წამყვანი ევროპული კლუბები ბოიკოტს გამოუცხადებენ ფიფა-ს ტურნირებს. შესაბამისად, ქართველ ლეგიონერებს და მათ შორის ვარსკვლავებს მოუწევთ გააკეთონ არჩევანი, ითამაშონ ევროპულ გრანდებში (სადაც ახლა ირიცხებიან და იცხოვრონ უეფა-ს წესებით), თუ გააკეთონ არჩევანი კლასიკურ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის სასარგებლოდ და მიაშურონ, ფიფა-ს მხარეს მყოფ მაგალითად MLS-ის მსგავს ჩემპიონატებს. ახლა შეიძლება, ვინმემ თქვას, ნეტა ჩვენ ვის დავკარგვივათო, მაგრამ ფაქტია ესაა.
და ბოლოს, ფიფა-ს „გამარჯვება" ფეხბურთს, როგორც სახალხო თამაშისა და სპორტულ პრინციპებს დაუკარგავს, წმინდა წყლის ბიზნეს-პროდუქტად აქცევს, სადაც პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველო თამაშგარეში აღმოჩნდებიან.





ჩვენ








