ოფიციალურად ლუკა გუგეშაშვილმა საბერძნეთი დატოვა და თურქულ „გიოზთეფეს“ შეუერთდა
ოფიციალურად ლუკა გუგეშაშვილმა საბერძნეთი დატოვა და თურქულ „გიოზთეფეს“ შეუერთდა
29.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლუკა, ოჯახში კეთილი იყოს შენი მოსვლა, გისურვებთ წარმატებასა და ბევრ დაუვიწყარ მომენტს ჩვენი კლუბის მაისურით - ამ სიტყვებით შეეგება თურქული კლუბი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ლუკა გუგეშაშვილს, რომელმაც „გიოზთეფესთან" ოფიციალური კონტრაქტი დღეს გააფორმა.


თურქულმა კლუბმა „გიოზთეფემ" 2026-2027 წლების სეზონში ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც ბერძნული „პაიკის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, იჯარის წესით დაიმატა, საბოლოო გამოსყიდვის პირობით.


1999 წლის 29 აპრილს, საქართველოში დაბადებული ლუკასთვის, ბოლო კლუბი, სადაც ითამაშა საბერძნეთის სუპერ ლიგაში ათენის „ატრომიტოსი" იყო.


„გუგეშას" ახალი კლუბი, რომელმაც გასული სეზონი 55 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებამდე, სულ რაღაც 2 ქულა დააკლდა სეზონს 18 აგვისტოს „სამსუნსფორის" წინააღმდეგ გასვლითი თამაშით გახსნის.  


ახალი სეზონისთვის სამზადისი კლუბმა ივლისის დასაწყისში დაიწყო და ხუთი სპარინგი გამართა, საიდანაც ოთხო მოიგო (დაამარცხა ხორვატული „გორიცე" 0-2, ანალოგიური ანგარიშით სძლია უკრაინულ „ჩერქასს", 2-1 დაამარცხა არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი „ალ დაფრა", ამავე ანგარიშით მოუგო ლუგანსის „ზარიას" და ბოლოს ფრედ, 1-1 ითამაშა ხორვატულ „რუდესთან".

 


ფოტო: (c) Göztepe FK