
ვიდრე საქართველოს ჯუდოს ფედერაცია ქართველ სპორტსმენთან ოლიმპიური მედლების მოგების წლებსა და თარიღებს იხსენებს და ამით, სპორტის ამ სახეობაში ჩვენს გულშემატკივარს ახსენებს ქართველ ჯუდოკათა წარმატებებს, ინტერნეტ გამოცემა judoinside.com აქვეყნებს სტატიას ლაშა გუჯეჯიანის შესახებ, რომელიც ტაშკენტში იმყოფება და უზბეკეთის ჯუდოს ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც იცით, საქართველოს ჯუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, რამდენიმე დღის წინ პირადი სოციალური ქსელით, ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა (იხილეთ ბმული).
სტატიაში ავტორი მოკლედ მიმოიხილავს გუჯეჯიანის წარსულს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ქართველმა მძიმეწონოსანმა +100 კგ-ში მოასპარეზე ჯუდოკამ, პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა, კარიერა სამწვრთნელო გზით გააგრძელა და ახალგაზრდა ჯუდოკებს ჩაუდგა სათავეში. 40 წლის ასაკში, ახალგაზრდა მწვრთნელმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 2020-დან დღემდე უხელმძღვანელა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიგეს. ოთხი წლის შემდეგ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბექაურმა ტიტული შეინარჩუნა. ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი, ვერცხლის მედლების რაოდენობა ორით გაზარდეს. გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს შერეულმა გუნდმა მსოფლიოსა და ევროპის ტიტულები დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ საქართველო შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. მისი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად. შესაბამისად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ის ვინც, გუჯეჯიანის ადგილმონაცვლე იქნება, საკმაოდ დიდი წნეხის გადალახვა მოუწევს, რადგან თამასა საკმაოდ მაღლა არის აწეული.
რაც შეეხება გუჯეჯიანს, მას უზბეკეთის ჯუდოს ფედერაცია საკმაოდ დიდი იმედებს უკავშირებს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა საკმაოდ პოპულარულია და ქვეყანაში ბევრი ტალანტი სპორტსმენია.
ბუნებრივია, ლაშას წარმატებას ვუსურვებთ კარიერაში, ჩვენ კი, ველიც ქართული ფედერაციიდან ჯერ გუჯეჯიანის წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას, შემდეგ კი, სავარაუდო კანდიდატების წარდგენას.





ჩვენ








