
უეფა-ს ორ ევროტურნირზე დღეს, ქართული ლეგიონი ორ „ფრონტზე" იყო წარმოდგენილი. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა არ გასჭირვებია გრაცის „შტურმს". ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გუნდმა, რომელმაც პირველი რაუნდი გრაცში 4-0 მოიგო, დღესაც გაიმარჯვა 0-2 და ორი შეხვედრის ჯამში ექვს ბურთიანი სხვაობით დაამარცხა შოტლანდიური „ჰართსი" და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც „ფენერბაჰჩე"-„გორნიკი ზაბჟეს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. გრაცელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს, თუმცა, გოლი VAR-მა გააუქმა. მეორე ტაიმში კი, გრაცელებმა ოთხ-წუთიან შუალედში 64-ე და 68-ე წუთებზე გაიტანეს და მასპინძელ გუნდს, საბოლოოდ გადაუწურეს თამაშის გადარჩენის იმედი. ავსტრიული კლუბის რიგებში ორივე ქართველი სათადარიგო სკამზე იყო, სათამაშოდ კი, 77-ე წუთზე მხოლოდ, გიზი მამაგეიშვილი შემოვიდა. კიტეიშვილს დღეს, დასვენების საშუალება მისცეს.
უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ლაშა დვალის „ცსკა 1948"-მ სოფიაში ლუკა ხორხელის ტრნავას „სპარტაკს" უმასპინძლა და პენალტების სერიაში 5-3 დაამარცხა. ლაშა დვალის კაპიტნობით, პირველის მსგავსად, დღევანდელი შეხვედრაც ფრედ 0-0 დასრულდა. გოლი არ გასულა არც დამატებით ორ ტაიმში. პირველ ტაიმში, 28-ე წუთზე, ხორხელის დარტყმული ასცდა კარს. ლაშა დვალი გატანილი პენალტით კი, სოფიელები, ამ ორმატჩიან დუელში, პირველად დაწინაურდნენ. სლოვაკელთა ქართველი 1-6 წუთზე შეცვალეს. დვალის კაპიტნობით კი, ბულგარელები გათამაშების მომდევნო ეტაპზე არიან და „პაკში" - „პანათინაიკოსის" წყვილში გამარჯვებულს ელიან მეტოქედ.
ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი განსაჯეს ქართველმა მსაჯებმა „რიგასა" და ჩრდ. მაკედონიურ „ვარდარს" შორის. საბოლოოდ მომდევნო ეტაპზე ლატვიური კლუბი გავიდა, თუმცა, გოგა კიკაჩეიშვილს, დავით ახვლედიანთან და დავით გაბისონიასთან (ბაქარ ბრეგაძე - მეოთხე მსაჯი) ერთად საკმაოდ მძიმე შეხვედრის განსჯა მოუხდათ. საერთო ჯამში, კიკაჩეიშვილმა, რომელსაც უყვარს ბარათების ჩვენება 6 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა. ქართველმა მსაჯმა პირველი წითელი ბარათი მე-19 წუთზე სტუმართა გუნდის წევრს ფილიპ ნიადოვსკის უჩვენა. ამ მომენტისთვის, ჩრდ. მაკედონიელები უკვე 0-1 ლიდერობდნენ. 10 კაციანმა ვარდარმა 66-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა, მასპინძლებმა 87-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს და შეხვედრა 1-2 დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდების პირველი რაუნდი "რიგას " ჰქონდა მოგებული 2-3, ორი შეხვედრის ჯამში დაფიქსირდა ფრე 4-4 და დაინიშნა დამატებითი ტაიმები.
პირველი დამატებითი ტაიმის მე-2 წუთზე (92') რიგელები დაწინაურდნენ ამ შეხვედრაში 2-2 (5-4 ორი შეხვედრის ჯამში), 105-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს 3-2 (6-4), 109-ე წუთზე კი კიდევ ერთი გაიტანეს 4-2 (7-4) ამ შეხვედრაში უპირატესობა ორ ბურთამდე, საერთო კამში კი სამ ბურთამდე გაზარდეს. აურზაურიც რიგაში, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. 112-ე წუთზე „ვარდარის" სათადარიგო სკამზე მჯდომ გორან ცვეტკოვს მსაჯთან პროტესტისა და სიტყვიერი შელაპარაკების გამო, პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს. 115-ე წუთზე „ვარდარის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ალექსანდერ გურევიჩმა წითელი ბარათი მოედნის კიდიდან მსაჯების მიმართ აგრესიული რეაქციის გამო მიიღო. 117-ე წუთზე ლატვიელებმა ბოლო გოლი გაიტანეს 5-2 (8-4) და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. თუმცა, ამ თამაშში კიდევ ერთი მომენტი ჩაიწერა ოქმში - შეხვედრაში მე-4 წითელი ბარათი კი, „რიგას" განაპირა მცველმა ბაბა მუსამ მიიღო, რომლისთვისაც რეალურად მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად გაწითლდა.





ჩვენ








