
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქი მსაჯი ჯუნეთ ჩაქირი რუსეთში ახალგაზრდა მსაჯების წვრთნას შეუდგება. ამავე წყაროზე დაყრდნობით თურქი მსაჯი და ექსპერტი „მეზობელი" ქვეყნის ფედერაციასთან ითანამშრომლებს, რაც ავტომატურად სხვა ქვეყნის ფედერაციასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. შესაბამისად, ჩაქირი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვეღარ იქნება.
ინფორმაციის წყარო, რომელიც ჩაქირის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ჯუნეთის მიღწევებზე ლაპარაკობს, ყურადღებას ამახვილებს, რომ ერთიანი სამსაჯო სისტემის დანერგვას გეგმავს და რუსი მსაჯების საერთაშორისო სარბიელზე წაწევას გეგმავს.
ამ მომენტისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯუნეთ ჩაქირთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია. თუმცა, ცნობილია, რომ ჩაქირს, რომელიც საქართველოში 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა ჩვენს მსაჯთა კორპუსს, კონტრაქტის ვადა 2026 წლის ივნისის ბოლოს ამოეწურა.
ჩვენი გვერდი ელოდება სფფ-დან ოფიციალურ განცხადებას და სამსაჯო სიახლეებითაც დაგიბრუნდებით. მანამდე კი, გეტყვით, რომ სფფ-ის ინფორმაციით, ქართველი მსაჯები სამ შეხვედრას განსჯიან:
გოგა კიკაჩეიშვილი ლატვიაში, „რიგასისა" და ჩრდილოეთ მაკედონიის „ვარდარის" შეხვედრის მთავარი არბიტრი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება. მატჩი 28 ივლისს, რიგაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
30 ივლისს, დანიაში, „ნორშელანისა" და შვედური „გაისის" შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ავაზაშვილი იქნება. ქართველი მსაჯი მატჩს გიორგი ელიკაშვილთან, გოჩა ტარუაშვილთან და ირაკლი ხერხაძესთან ერთად განსჯის. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
30 ივლისს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მოსტარში, „ჟრინსკისა" და ისლანდიური „ვალურის" შეხვედრის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაური იქნება. მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და ზვიად ბლიაძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ცოტნე სამსონაშვილი იქნება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.





ჩვენ








