„გაგრა“ საქართველოს თასის ბოლო მერვედფინალისტია
„გაგრა“ საქართველოს თასის ბოლო მერვედფინალისტია
27.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, „შატილის" სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ბოლო მერვედფინალისტი გამოვლინდა. ლიგა 4-ის წარმომადგენლის „სამცხესა" და ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „გაგრას" წყვილში, ბუნებრივია, რომ ფავორიტად შავი ზღვისპირული გუნდი ითვლებოდა, თუმცა, სათასო შეხვედრებში ხშირად შედეგი, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - მეტოქის შეუფასებლობაზე, მინდვრის საფარზე და ა.შ.


დიდი ალბათობით, მინდვრის საფარიდან გამომდინარე გაგრელებს პირველ ტაიმში „აკლიმატიზაცია" დასჭირდათ. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე ალექსანდრე ფეიქრიშვილის გატანილი 11-მეტრიანის შემდეგ, დაწინაურება მოახერხეს, 0-1. ამ მატჩში მოვლენები დრამატულად ძირითადი დროსი ამოწურვამდე 5 წუთით ადრე განვითარდა. 88-ე წუთზე გიორგი ბაღიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, მეორე ტაიმში, გაგრელთა შორის, შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა, რომელმაც პირველი გოლის ავტორი შეცვალა, გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. „გაგრამ" 1-2 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზეა, სადაც 1/8 ფინალში 2 აგვისტოს „გარეჯს" შეხვდება.


მაშ ასე, 1/8 ფინალური წყვილები ასე გამოიყურებიან:


01.08.2026

18:30 „სამტრედია" - „იბერია 1999"

20:00 „ტორპედო" - „ოდიში 1919"

20:00 „სამგურალი" - „მეშახტე"

20:00 „რუსთავი" - „სპაერი"


02.08.2026

16:30 „გარეჯი" - „გაგრა"

16:30 „გურია" - „არაგვი"

20:00 „გორი" - „დილა"

20:00 „დინამო" ბათუმი - „თელავი"