
შესაძლოა ვინმემ ეს სენსაციადაც ჩათვალოს, თუმცა, დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/16 ფინალიდან საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის „დინამო თბილისის" გამოთიშვა სრულიად ლოგიკურია, თუკი, მოვლენების ჯაჭვს გავყვებით.
საქართველოს თასის 1/16 ფინალი მანამდე ჩაინიშნა, ვიდრე ქართული კლუბების ევროტურნირებზე ყოფნა, არ ყოფნის ამბები გაირკვეოდა. ბუნებრივია, ერთ-კვირიან შუალედში, ზომიერ შუალედში, როგორც ამჯერად იყო, თამაშის ჩანიშვნა სრულია ლოგიკურია და პირიქით, კლუბს ტონუსში ყოფნაშიც დაეხმარება. თუმცა, აქ არის ერთი „თუმცა", რომელიც აუცილებლად იყო გასათვალისწინებელი და რაც, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ლიგის გუნდის ხელმძღვანელთა შტაბში უნდა გაეანალიზებინათ. ლანჩხუთის „გურიასთან" 1/16 ფინალური თამაში, ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ ევგრაფი შევარდნაძის სტადიონზე იყო ჩანიშნული, თუმცა, თუკი ვინმეს ამ სტადიონთან და აქ, ტრიბუნებისა და სხვა დამხმარე ნაგებობების, მათ შორის ტაბლოს მდგომარეობას არ ვეხები, რაც ძალიან გულსატკენია და თავს ნაომარ სივრცეში გაგრძნობინებს. აქ, ლაპარაკია მინდვრის საფარზე, რომელიც აი, „გურიამ" რომ „დინია გადერია", იმის მერე ხელი არავის შეუვლია. მინდვრის ასეთ საფარზე გაზრდილი იყო, ფეხბურთელთა ტრავმის შანსიც და სიმართლე გითხრათ, ტრავმის შემდეგ ძირითადში, ამ მინდორზე ჯაბა კანკავას გამოჩენაც კი ძალიან გამიკვირდა. ამ მინდორს, კიდევ უფრო დაამძიმებდა წვიმიანი ამინდი, რაც ისე, აგვსრულებოდეს ყველაფერი, როგორც ეს ასრულდა. მოკლედ, გუნდისთვის, რომელიც ამ საფარზე მიჩვეულია (სამწუხაროდ) თამაშს, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, თუმცა, აი დინამოელთათვის კი, მსგავსი პირობები აბსოლუტურად მიუღებელი უნდა ყოფილიყო და ეს, თამაშის ხასიათიდან გამომდინარეც გამოჩნდა, რადგან თბილისელები, რიგ შემთხვევაში ფრთხილობდნენ ბრძოლაში შესვლას - მეტოქე უხეშობდა, საფარი საშინელი იყო. თუმცა, ეს თბილისელთა მარცხის გამართლება არ არის და ალბათ, ასე, რომ არ მომხდარიყო, და მოედნის საფარი არ გამხდარიყო ლაპარაკის საბაბი, მაშინ, როდესაც გადაწყდა, რომ თამაში ევგრაფი შევარდნაძეზე თამაშობდა, კლუბს, რომელსაც უკვე გავლილი ჰქონდა უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და მერეც, როდესაც დაამარცხა სახლში „ჟალგირისი", უბრალოდ შეეძლო თამაშის სხვა მოედანზე ჩატარება მოეთხოვა. შორს რომ არ წავიდეთ, ილია კოკაიას საფეხბურთო ცენტრში ითამაშა ნახევარმა საქართველომ. „გურიას" შემთხვევაში კი, ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, სფფ-ის ნებისმიერ საფეხბურთო და გამართულ ცენტრში, რომლებიც ლანჩხუთის სიახლოვესაა - წყალტუბო, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, გვიმბალაური...
რაც შეეხება სათამაშო მხარეს - ისიც ნათელი იყო, რომ თემურ ქეცბაია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზემოთხსენებულ მინდვრის საფარს ნახავდა, ადგილზევე მიიღებდა გადაწყვეტილებას, უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩის წინ, რიგო მოთამაშეები დაეზოგა. მიუხედავად ამისა, თბილისელებმა მთელი თამაში გააკონტროლეს, პირველი ტაიმის საწყის ნახევარ საათში (7', 10', 30') წუთებზე 99%-იანი შანსები გაანიავეს, ტაიმის მიწურულს კი, რამდენიმე წუთიანი ბურთის დაკარგვა, გოლად დაუჯდათ, თან უწყინარ გოლად - აი, ისეთად რომ არ უნდა გადიოდეს. გამოუყენებელი მომენტები კი, ამ ფორმაციის ქეცბაიას „დინამოს" „აქილევსის ქუსლია" და სამწუხაროდ, ამის გამოსწორება ჯერ ვერ ხერხდება. მეორე ტაიმში კი, „გურიამ" ის გააკეთა, რასაც ნებისმიერი გუნდი ანგარიშის შესანარჩუნებლად და „დინამო თბილისის" უპირატესობისა და ყველა მცდელობის მიუხედავად, წვიმიან და მძიმე მოედანზე, კარიც მშრალად შეინახა, გაიმარჯვა 1-0 და მომდევნო ეტაპზეც გავიდა, სადაც „არაგვს" დაუპირისპირდება.
ჰო, და კიდევ, „დინამო თბილისს" სხვა გეგმები აქვს - ცოტა მიუღებელი კრიტერიუმია, რადგან გეგმებში, ის ქომაგიც უნდა იჯდეს, რომელსაც სტადიონზე დაბრუნებას ვთხოვთ და თუკი, „სხვა გეგმებისთვის" „გაიწირა" თასი, მაშინ ამ გულშემატკივარს, რა გარანტია აქვს, რომ თბილისელები ჩემპიონატს პირველ ან მეორე ადგილზე დაასრულებენ, ან თუნდაც შევლენ სამეულში და თასს, პირველ ან მეორე ადგილზე გასული გუნდი მოიგებს? არ მგონია, ასეთი ვანგური გათვლები, თბილისელთა ამ მარცხს ამართლებდეს.
ასე, რომ ეს შედეგიც ისევე იყო კანონზომიერი, როგორც ის, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მომდევნო ეტაპზე დღევანდელ დღეს ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა გუნდმა მოახერხა:
„მერანი" - „ოდიში 1919" 1-2
„ვიტ ჯორჯია" - „სამგურალი" 2-2 პენ 6-7
„იბერია 2" - „თელავი" 0-1
„სამტრედია" - „შტურმი" 2-1
„ივერია" - „ტორპედო" 1-3
„თბილისი 2025" - „რუსთავი" 0-1
საქართველოს თასის ბოლო 1/16 ფინალური შეხვედრა ხვალ, 27 ივლისს თბილისში, „შატილის" სტადიონზე გაიმართება და „სამცხე" ეროვნული ლიგის წარმომადგენელს „გაგრას" უმასპინძლებს. თამაში 16:30 დაიწყება.
ამასობაში უკვე ცნობილია გრაფიკი და წყვილები, რომლებიც 1/8 ფინალს 1 და 2 აგვისტოს ითამაშებენ.
„სამტრედია" - „იბერია 1999"
„ტორპედო" - „ოდიში 1919"
„სამგურალი" - „მეშახტე"
„რუსთავი" - „სპაერი"
„გურია" - „არაგვი"
„გორი" - „დილა"
„დინამო" ბათუმი - „თელავი"





ჩვენ








