ჰონგ-კონგში ტიტულის დაცვამდე ბაზაძეს სამი ბრძოლა დააკლდა
ჰონგ-კონგში ტიტულის დაცვამდე ბაზაძეს სამი ბრძოლა დააკლდა
27.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

ჰონგ-კონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხმლით ფარიკაობაში მედლების კომპლექტი გათამაშდა. ქართული გუნდიდან მსოფლიო მოქმედმა ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ და 17 წლის გიორგი ურუშაძემ იასპარეზეს.


1/32 ფინალში გიორგი ეგვიპტელ აჰმედ ჰეშამის დაუპირისპირდა, 15-5 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 17 წლის ქართველმა, მთავარ ბადეში გასვლა მოახერხა, რაც ცალსახად წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.


ამავე ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა სანდრო ბაზაძემ, რომლისგანაც რა თქმა უნდა მედლის მოლოდინი გვქონდა. ქართველმა სამი ეტაპის გავლა მოახერხა თავდაპირველად იტალიელი ბრენდონ რომო დაამარცხა 14-11, შემდეგ, 1/16 ფინალში გერმანელ ფილიპ მეტნერს სძლია 15-11, 1/8 ფინალში რუმუნელი ვლად კოვალიუ 15 - 13 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ, სამხრეთ კორეელ გუენდენგთნ 15-11 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


იხილეთ დღევანდელი ასპარეზობის სრული ბადე ბმულზე.