მედლების გარეშე, თუმცა, სტაბილური მაჩვენებლით
მედლების გარეშე, თუმცა, სტაბილური მაჩვენებლით
26.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს უნგრულ სეგედში იუნიორთა და 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა კანოე სპრინტში. ორივე ასაკობრივ კატეგორიებში, ჩემპიონატის ბოლო დღეს, ქართული გუნდიდან ჩვენმა ოთხმა წარმომადგენელმა ექვს ფინალურ გაცურვაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორი მხოლოდ ერთი იყო ე.წ. A ფინალი - C1 (200მ) კატეგორიაში აქ, ალექსანდრე წივწივაძე ასპარეზობდა და რა დასამალია, მისგან მედალს ველოდით. თუმცა, ქართველ დისტანცია 44.199 (+2.162) წამში დაფარა, რაც სამწუხაროდ, მხოლოდ მე-8 ადგილის მომტანი გახდა.  


წივწივაძემ დღე 500 მეტრიან დისტანციაზე B ფინალით დაიწყო, თუმცა, ქართველს დღეს, აქაც ხელი მოეცარა, დისტანცია 2:31.769 (+29.916) წამში დაფარა და მხოლოდ, მე-9 ადგილს დასჯერდა.


23-წლამდეთა შორის, წივწივაძის მსგავსად B ფინალში, მხოლოდ K1 კატეგორიაში და 500 მეტრიან დისტანციაზე იასპარეზა ნიკა ოდიშელიძემ, რომელმაც დისტანცია 38.756 (+1.530) დაფარა და მე- 8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


იუნიორებს შორის დღეს, ჩვენი გუნდის ორი წარმომადგენელი ასპარეზობდა. ვლადისლავ კაპინოსმა K1 500 მეტრიანი დისტანციის B ფინალში მანძილი 1:56.606 (+2.280) დაფარა და ასპარეზობა მე-4 ადგილით დაასრულა.


ორ დისტანციაზე B ფინალში იასპარეზა საბა მალანიამ C1  კატეგორიაში 500 მეტრიან დისტანციაზე 2:04.799 (+2.100)  დროით მე-4, ხოლო 200 მეტრიან დისტანციაზე  47.538 (+2.032) შედეგი აჩვენა.


რეალურად, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩემპიონატზე  38 ქვეყნის 759 სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ხუთი წარმომადგენლის, მათ შორი 23-წლამდეთა შორის C1 კატეგორიაში მანანა პეტრიაშვილის ასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს.