თამილა მირიდოვა პოლონელთან 15-14 დამარცხდა
თამილა მირიდოვა პოლონელთან 15-14 დამარცხდა
25.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

ჰონგ-კონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში დღეს ქართული გუნდიდან დაშნით მოფარიკავემ თამილა მურიდოვამ იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა სპორტსმენმა წარმატებით მოახერხა ჯგუფში გამოსვლა, საერთო ჯამში კი,  ექვსი შეხვედრა მოიგო და 1/32 ფინალის ბადეში მოხვდა.


დღეს კი, თამილამ ასპარეზობა 1/32 ფინალიდან გააგრძელა, სადაც  მისი მეტოქე პოლონელი ალისია კლასიკი იყო. დაძაბულ შეხვედრაში პოლონელმა ჩვენი თნამემამულე 15-14 (იხილეთ ბადე) დაამარცხა და ასპარეზობას გამოთიშა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ჰონგ კონგში ჩვენი გუნდი ხმლით მოფარიკავეთა გუნდითაც არის წარმოდგენილი. კერძოდ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან და რეიტინგის ლიდერთან სანდრო ბაზაძესთან ერთად, რომელიც „საქმეს" 27 ივლისიდან შეუდგება, საქართველოს ღირსებას გიორგი ურუშაძე, რომელმაც 1/32 ფინალში ასპარეზობა გაინაღდა  და კიდევ ორი წარმომადგენელი, ალექსანდრე თავართქილაძე და ალექსანდრა კუვაევა ასპარეზობენ.