
უნგრეთში, იუნიორთა და 23-წლამდეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს მორიგი საასპარეზო დღე იყო, რომელშიც ქართველი ნიჩბოსნები, როგორც C1, ასევე K1 კატეგორიაში ასპარეზობდნენ, როგორც იუნიორთა, ასევე 23-წლამდეთა შორის. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობას:
მანანა პეტრიაშვილს (C1) 200 მეტრზე A ფინალში მოსახვედრად 0.888 წამი დააკლდა. ქართველმა ნიჩბოსანმა ქალმა დისტანცია 49.076 (+1.382) წამში დაფარა, რაც მხოლოდ IV შედეგი აღმოჩნდა. ეს კი, 1/2 ფინალიდან ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 23-წლამდეთა ჩემპიონატზე მანანა ორ დისტანციაზე იყო რეგისტრირებული.
23-წლამდეთა კატეგორიაში ნიკოლოზ ოდიშელიძე (K1) შესარჩევ ეტაპზე წარმატებული სტარტის შემდეგ, ქართველმა სპორტსმენმა 1/2 ფინალში 36.874 (+1.512) დააფიქსირა და B ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
იუნიორებს შორის, საბა მალანიამ (C1) დღე, 1000 მეტრიან დისტანციაზე B ფინალში ასპარეზობით დაიწყო, სადაც 4:22.422 (+11.231) დრო დააფიქსირა და VIII ადგილით დაასრულა შეჯიბრი.
500 მეტრიან დისტანციაზე 1/2 ფინალში საბამ კიდევ ერთ დისტანციას გაართვა თავი 2:07.689 (+12.868) წუთში დაფარა დისტანცია და ისევე, როგორც 200 მეტრიან დისტანციაზე 43.394 (+2.624), აქაც, B ფინალში იასპარეზებს.
იუნიორებს შორის ფინალის მიღმა დარჩა ვლადისლავ კაპინოსი (K1) , რომელმაც 200 მეტრიანი დისტანციის 1/2 ფინალში მანძილი 37.910 (+1.818) წამში დაფარა და B ფინალში მოსახვედრად 0. 316 წამი დააკლდა.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის ლიდერს ალექსანდრე წივწივაძეს, რომელმაც (C1 / 200 მ) პირდაპირ A ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ხვალ დადგება სტარტზე, დღეს, 500 მეტრიანი დისტანციის 1/2 ფინალშიც იასპარეზა და საბოლოოდ 2:12.041 (+17.778) დრო აჩვენა, ეს კი, მხოლოდ B ფინალისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
ამრიგად, ხვალ 200 მეტრზე A ფინალში ვიხილავთ ალექსანდრე წივწივაძეს (C1), რომელიც შეგახსენებთ 23-წლამდეთა შორის ასპარეზობს და რაღა დაგიმალოთ და მედლის მოლოდინში ვართ.
23-წლამდეთა შორის 200 მეტრიან დისტანციაზე B ფინალში იასპარეზებს ნიკოლოზ ოდიშელიძე (K1).
იუნიორებს შორის ორ დისტანციაზე 200 და 500 მეტრზე B ფინალში ვიხილავთ საბა მალანიას (C1) კატეგორიაში.
ხვალინდელი დღის განრიგი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








