
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სიდნეიში მიმდინარე მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირზე ასპარეზობა ბოლო, მე-8 ადგილით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩენმა გუნდმა ყველა შეხვედრა წააგო, იტალიასთან 18-12, მონტენეგროსთან 16-18 და დღეს, ხორვატიასთან 18-12, ქართველმა წყალბურთელებმა სამივე შეხვედრაში იბრძოლეს. თუმცა, იმ შეცდომებზე, რაც მარცხის მიზეზი გახდა და რის შესახებაც თავად წყალბურთელებიც მატჩის შემდგომ კომენტარებში ლაპარაკობენ, საქართველოს ნაკრებს გამოსასწორებელი აქვს.
დღევანდელი შეხვედრა კი, უძლიერეს ხორვატიის ნაკრებთან შეხვედრა ვატო დადვანის გოლი გაიხსნა. თუმცა ხორვატებმა მალე გაგვითანაბრეს და გაგვასწრეს ორი ბურთით. დადვნამა კვლავ გაიტანა და მოგვიანებით ნიკა შუშიაშვილმაც, თუმცა, მეოთხედი ხორვატებმა 5-3 მოგვიგეს.
მეორე პერიოდში სპრინტი შუშიაშვილმა მოიგო, თუმცა, გოლი ხორვატებმა გაგვიტანეს და სხვაობა გაზარდეს, დრაგოლუბ როგაჩმა და დუშან ვასიჩმა ხორვატებს თითო გოლი გაუცვალეს თუმცა, პერიოდის მიწურულს ხორვატებმა კიდევ ერთი ბურთით გაგვიზარდეს სხვაობა, რასაც საბა ტყეშელაშვილის გოლი მოჰყვა, თუმცა, მონაკვეთი 4-3, პირველი ტაიმი კი, 9-6 წავაგეთ.
მესამე პერიოდში სპრინტი კვლავ ნიკამ მოიგო. გოლი და თან სამი ზედიზედ კი, ხორვატებმა გაგვიტანეს. ზოგადად, ჩვენმა გუნდმა მესამე პერიოდი, შეიძლება ითქვას ჩააგდო და 6-1 წააგო, რაც ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენმა ჩამორჩენამ 8 ბურთი შეადგინა. ასე ვთქვათ, „პრესტიჟის გოლი" კი, მესამე პერიოდში დრაგოლუბ როგაჩმა პერიოდი დასრულებამდე 51 (!) წამით ადრე გაიტანა.
ბოლო მონაკვეთში ხორვატიის ნაკრებმა მარტივად, ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა, ჩვენებმა კი, სხვაობის შემცირება ოდნავ მოახერხეს, პერიოდი მოვიგეთ 3-5, თუმცა, თამაში 6 ბურთიანი სხვაობით 18-12 წავაგეთ (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი). შეხვედრის ბოლო პერიოდში, ჩვენი გუნდიდან გოლები საბა ტყეშელაშვილმა, ლუკა ჩიქოვანმა, გიორგი მესხმა, ნიკა შუშიაშვილმა და დუშან ვასიჩმა გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებიდან გატანილი გოლების ავტორები: ვატო დადვანი (2), ნიკა შუშიაშვილი (2) , დრაგოლუბ როგაჩმა (2), დუშან ვასიჩმა (2), საბა ტყეშელაშვილი (2), ლიკა ჩიქოვანი, გიორგი მესხი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის ფინალში მასპინძელი ავსტრალიის ნაკრების გარდა, I დივიზიონის ხუთი წამყვანი ნაკრები - იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, ხორვატია და ესპანეთი, ასევე II დივიზიონიდან მონტენეგრო და საქართველო მონაწილეობდნენ.
დღეს 5-6 ადგილებისთვის შეხვედრაში, ესპანეთმა მონტენეგრო 17-16 პენალტების სერიაში დაამარცხა და მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. შესაბამისად, მე-6 ადგილზე გავიდა მონტენეგრო, ნაკრები, რომელთანაც დავრჩები ჩემს აზრზე, ჩინელი მსაჯის ხელშეწყობა რომ არა, ჩვენს ნაკრებს გამარჯვების შანსი ჰქონდა.
დღესვე ორი ნახევარფინალი გაიმართა ავსტრალია-უნგრეთს ეთამაშა, იტალია კი საბერძნეთს. ასე, რომ ხვალ, დარჩენილ ორ მატჩი საკმაოდ საინტერესო თამაშები გველოდება.
ფოტო: სსსფ / თამარ ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








