„იბერია 1999“ ბრატისლავაში ოდნავ გამოკეთებული განწყობით გაემგზავრება
„იბერია 1999“ ბრატისლავაში ოდნავ გამოკეთებული განწყობით გაემგზავრება
24.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის გათამაშების 1/16 ფინალური შეხვედრები დაიწყო. მატჩები ოთხ სათამაშო დღეზე გადანაწილდა და ალბათ, ამის მიზეზი ევროტურნირებზე ქართული კლუბების მონაწილეობაც არის. მაგალითად, თბილისის „იბერია 1999"-მა, რომელიც ოთხშაბათს 29 ივნისს ბრატისლავაში ითამაშებს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას და შესაბამისად, ორ დღეში შორ გზაზე გამგზავრება უწევს, სწორედ, დღეს დაუპირისპირდა „მარგვეთი 2006" და 1-3 დაამარცხა.


ანგარიში, პირველი ტაიმის მიწურულს ამირან ძაგანიამ გახსნა. თუმცა, მარგვეთელებმა 59-ე წუთზე გაათანაბრეს. პენალტი ვანო ჩარგეიშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმის 66-ე და 67-ე წუთებზე კი, ერთწუთიან მონაკვეთში ძაგანიას დუბლისა და ზვიად ნაჭყებიას გოლებით, „იბერია 1999"-მა, პირველ რიგში, სწორედ, ევროტურნირის წინ განწყობის გამოსასწორებელი თამაში მოიგო და ამას გარდა, საქართველოს თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გადავიდა.


აქვე გეტყვით, რომ საქართველოს თასის 1/16 ფინალიდან გათამაშებაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ს გუნდებიც ჩაერთვნენ. თამაშები, დღევანდელი დღის გარდა 25, 26 და 27  ივლისს გაიმართება (იხილეთ თამაშების განრიგი).