
ჰონგ-კონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა მოახერხა მთავარ ბადეში გასვლა, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სანდრო ბაზაძეც იასპარეზებს 27 ივლისს.
ჩვენმა ხმლით მოფარიკავემ გიორგი ურუშაძემ ჯგუფში სამი შეხვედრის მოგება მოახერხა და ფლეი-ოფში გადაინაცვლა, სადაც ძალიან გამოცდილი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოფარიკავე, პოლონელი სზიმონ ჰრიჩუკი 15-5 დაამარცხა. მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო 64 მოფარიკავეს შორის და შესაბამისად, 1/32 ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
იხილეთ ამ მომენტისთვის არსებული ბადე.
ჰონგ კონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ხმლით მოფარიკავემ ალექსანდრე თავართქილაძემ დღეს, სასტარტო შეხვედრა მოიგო, თუმცა, შემდეგ ესპანელთან დამარცხდა.
ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში, ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალქდსანდრა კუვაევა ანალოგიურად თურქ სპორტსმენთან დამარცხა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დაშნით მოასპარეზე თამილა მურიდოვა, ხვალ, 25 ივლისს, 1/32 ფინალიდან გააგრძელებს ასპარეზობას.





ჩვენ








